გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი უკრაინელების ხელშია

უკრაინის ქალაქები - ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი „უკრაინის ხელში რჩება“, რუსული ძალების მიერ ძლიერი დაბომბვის განხორციელების მიუხედავად, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალების ნაწილი ქალაქ ხერსონში შევიდა, მაგრამ იქ არსებული მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

ამასთან, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი „ფეისბუქში“ წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში აღარ იმყოფებიან. „მოქალაქეებს იმ შეიარაღებული პირების მითითებების შესრულებას სთხოვენ, რომლებმაც ქალაქის ადმინისტრაცია დაიკავეს“, - წერს მერი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება