უკრაინის დროებითი რწმუნებული - ჩვენი დიპლომატიის საკვანძო მიმართულებებია: სანქცია, იარაღი და იზოლაცია - სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც რუსეთის თითოეული მოქალაქე იგრძნობს

უკრაინული დიპლომატიის საკვანძო მიმართულებებია სანქცია, იარაღი და იზოლაცია - სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის თითოეული მოქალაქე,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაძლიერდეს სასანქციო ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე ფინანსური და ეკონომიკური სისტემის სრულ კოლაფსამდე.

„დღეს გაეროში დაიწყო მოსმენა საქმეზე უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამომძიებელები უკვე მუშაობენ უკრაინის ტერიტორიაზე. ახორციელებენ სამხედრო და გენოციდის დანაშაულის მტკიცებულების შეგროვებას. უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია მიეცემა საერთაშორისო კრიმინალურ პასუხისმგებლობას. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა გმირ ქალაქებად გამოაცხადა ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, მარიუპოლი.

უკრაინული ჯარი აქტიურად უწევს წინაღობას რუსეთის ჯარს, ასევე ერთიან მტკიცე პასუხს აძლევს. პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს მრავალრიცხოვან სატელეფონო საუბარს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ქვეყნის ლიდერებთან, საერთაშირისო ფინანსურ სტრუქტურებთან. ის მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველას დახურონ უკრაინული ცა, ასევე ჩვენი საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენას დაბომბვისგან და უკრაინული ქალაქების დაცვას. უკრაინული დიპლომატიის საკვანძო მიმართულებებია სანქცია, იარაღი და იზოლაცია. ომმა კიდევ ერთი ამოცანა დაგვისახა, ეს არის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინა საერთოდ არავის სჭირდება. სამყარო ძალიან გულგრილად უყურებს მის აგრესაიას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ ვაწარმოებთ ომს, მაგრამ არ ვართ მარტო ამ ომში.

შემდეგი მიმართულება არის სანქციები. 100-ზე მეტი გიგანტური კომპანია უკვე არ აწარმოებს ბიზნესს რუსეთთან. მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. თვალი რომ დახუჭო რუსეთის ფედერაციის დანაშაულზე, ეს ნიშნავს, რომ შენ თანამონაწილე ხარ. არ უნდა გააკეთო ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ბავშვებს, ასევე ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს უნივერსიტეტებს და ეკლესიას. ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც უარს ამბობს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის თითოეული მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სასანქციო ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე ფინანსური და ეკონომიკური სისტემის სრულ კოლაფსამდე - სრული დეფოლტი“,- განმარტავს ანდრეი კასიანოვი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს