„ექიმები საზღვრებს გარეშე“ - მარიუპოლი კატასტროფის ფაზაშია

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, - ამის შესახებ ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ საგანგებო სიტუაციების კოორდინატორმა ალექს უეიდმა CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ გვყავს პერსონალი, MSF [Medecins Sans Frontières] პერსონალი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მარიუპოლში და შევძელით მათთან კონტაქტის დამყარება, თუმცა ეს კონტაქტი დღითიდღე უფრო და უფრო რთული ხდება. მათ დაგვიდასტურეს, რომ სუფთა სასმელი წყალი ერთ კვირაზე მეტია ხელმისაწვდომი არაა“,- აღნიშნა ალექს უეიდმა.

მისი თქმით, მარიუპოლში იყენებენ თოვლისა და წვიმის წყალს. ბევრ ადამიანს არ აქვს საკვებიც.

„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა კატასტროფის ფაზაში ვართ“,- აღნიშნა ალექს უეიდმა.

მისი თქმით, ორგანიზაციის იმ თანამშრომლების ინფორმაციით, რომლებიც ამჟამად მარიუპოლში იმყოფებიან, ზოგიერთი ადამიანი მედიკამენტების დეფიციტის გამო იღუპება.

„შემდეგ ფაზაში ჩვენ დავინახავთ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაიღუპონ დეჰიდრატაციის და შიმშილისგან“,- აღნიშნა უეიდმა და დასძინა, რომ ქალაქში პანიკის გრძნობაა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება