ანდრეი კასიანოვი უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე - მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება. როგორც კასიანოვი განმარტავს, უკრაინა საქართველოს გვერდში დგომას ყოველთვის გრძნობს.

„ეს ძალიან სენსიტიური შეკითხვაა, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ თქვენ გვერდით დაგვიდექით და იცავთ ჩვენთან ერთად ჩვენ სახელმწიფოს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი მეომრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ 2014 წლიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას. მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს“, - განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ისინი უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს