პროკურორი - ლევან ხაბეიშვილის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება, რადგან ის ამინისტიაზე უარს აცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქართული ოცნების” დეპუტატ, ირაკლი ზარქუასა და „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ ლევან ხაბეიშვილს შორის 2020 წლის 24 იანვარს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და საქმე არსებით განხილვაში გადასცა.

აღნიშნული საქმის პროკურორი ნათია ქართველიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ ბრალად წარდგენილი მუხლი ამნისტირებადია, მან ამნისტიაზე უარი განაცხადა და თავს ბრალდებულად არ ცნობს. მისივე თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სასამართლოსთვის განცხადებით ჰქონდა მიმართული რომელშიც აცხადებდა, რომ „არ ჰქონდა პრეტენზია და თანახმა იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები ყოფილიყო გამოყენებული“.

,,ბრალდებული არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და მიუხედავად იმისა, რომ ამნისტირებული მუხლია უარი განაცხადა, რომ მის მიმართ ამნისტიის შეღავათები იყოს გათვალისწინებული. ამიტომ, 4 აპრილს საქმე არსებითი განხილვით გაგრძელდება. დაზარალებულ ირაკლი ზარქუას სასამართლოსთვის ჰქონდა მიმართული განცხადებით, რომ არ ჰქონდა პრეტენზია და თანახმა იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა თავად ლევან ხაბეიშვილმა უარი გამოაცხადა ამნისტიის გამოყენებაზე“, - აღნიშნა ნათია ქართველიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე 2 წელი და 2 თვე უმოძრაოდ იყო გაჩერებული და მხოლოდ ახლა გააქტიურდა, რაც სავარაუდოდ, ხაბეიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. მისივე თქმით, იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რეალურად იძალადეს ლევანზე საქმე არის შეწყვეტილი, მაგრამ ხაბეიშვილი დაზარალებულის ნაცვლად ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა.

,,უნდა გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები და დავადგინოთ, რამ გამოიწვია მის მიმართ ფიზიკური ტკივილი, როდის მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ რატომ გაახსენდა, რომ ლევანმა მას სცემა. 2 წელი და 2 თვე საქმე იყო უმოძრაოდ და მხოლოდ ახლა გააქტიურდა, როგორც ჩანს, ეს ხაბეიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რეალურად იძალადეს ლევანზე საქმე არის შეწყვეტილი, მაგრამ ლევანი დაზარალებულის ნაცვლად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე. ლევან ხაბეიშვილმა ამნისტიაზე განაცხადა უარი, თავს არ ცნობს დამნაშავედ, ვინაიდან არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია“, - აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია