ვოლოდიმირ ზელენსკი - ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას: გაცვალეთ მედვედჩუკი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

„თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას : გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს