რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში კოვიდკლინიკად ფუნქციონირებდა, დღეიდან, 10 მაისიდან, მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდკლინიკად გადაკეთდა და ამ ხნის განმავლობაში, რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი იყო 340 საწოლით. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ პერიოდში, საავადმყოფომ 10 000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.

„10 მაისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება.

პოსტპანდემიურ რეალობას რესპუბლიკური საავადმყოფო რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით, განახლებული, მაღალი კლასის სამედიცინო ტექნიკით ხვდება. კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად, ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

უახლოეს მომავალში, კლინიკის გაძლიერების მიზნით, საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და კლინიკის მმართველი რგოლი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს