უკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ომის გამო კიდურები დაკარგეს, სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან

უკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ომის გამო კიდურები დაკარგეს, სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.

"დღეს ინიციატორებთან ერთად - ვაშინგტონში უკრაინულ სახლთან და აშშ-ში უკრაინის საელჩოსთან ერთად - ამერიკულ ბიზნეს საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს წარვუდგინე პროთეზირების პროგრამა. მადლობა გადავუხადე ინიციატივისთვის, რომელიც საშინელება და ტანჯვაგამოვლილ ჩვენს ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ ფიზიკური აღდგენის საშუალებას, არამედ ამგვარად ბავშვები იღებენ ღირსეული, უბარიერო ცხოვრების შესაძლებლობას“,- განაცხადა ზელენსკამ.

პრეზიდენტის მეუღლის თქმით, უკრაინის სახლი და საელჩო აგროვებენ ინფორმაციას ნაღმზე აფეთქების შედეგად დაჭრილ ბავშვებზე. სამედიცინო დაწესებულების განსაზღვრის შემდეგ, რომელიც მიიღებს ოჯახს შეერთებულ შტატებში, მოეწყობა ვიდეო კონფერენციები უკრაინელ და ამერიკელ ექიმებს შორის ბავშვის მოსამზადებლად და ტრანსპორტირებისთვის.

„მჯერა, რომ ერთად ჩვენ დავუბრუნებთ ბავშვებს ბავშვობას, რომელიც მათ რუსებმა წაართვეს. შესაძლებლობა ითამაშონ ფეხბურთი, დახატონ, ჩაეხუტონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ომში უკრაინელი ბავშვებისთვის“, - განაცხადა ზელენსკამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს