ანდრეი კასიანოვი - გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები - იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? - რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა

გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები - იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? - რა თქმა უნდა , - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიარაღების გარდა კიდევ რას ითხოვდა უკრაინა და რა პასუხი მიიღო.

ანდრეი კასიანოვის თქმით, გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, რომ საქართველომ უკრაინას ისეთი პრაქტიკული საგნები გადასცეს, რომლებიც ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში შედის.

„მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ, სამედიცინო აფთიაქები, გადმოსცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“?“, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს