BBC უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC-მ უკრაინის ომში დაღუპული 12 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის იდენტიფიცირება მოახერხა, მათ შორის - 800 მობილიზებულია.

„ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ დადასტურებულ გარდაცვალების ცნობებს, ამიტომ შეგროვებული მონაცემები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ დონეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სია შეიძლება შეიცავდეს მინიმუმ 40-60%-ით ნაკლებ დაღუპულთა სახელებს, ვიდრე რეალურად დაკრძალეს რუსეთში.

ამ დასკვნამდე მივედით რუსეთის 60-ზე მეტ დასახლებაში არსებული სასაფლაოების მდგომარეობის შესწავლით. ამიტომ, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის დროს, რუსეთს შეეძლო დაეკარგა 24 000-ზე მეტი ადამიანი“, - წერს BBC-ი.

მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთის ჯამური გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ იმათი რიცხვი, ვინც ტრავმირებულია, გარდაცვლილია ან დაკარგულია) შეიძლება იყოს მინიმუმ 110 000 ადამიანი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს