„მწვანე სკოლა“ საბურთალოზე ახალ, მეოთხე კამპუსს ხსნის

„მწვანე სკოლას“ მეოთხე კამპუსი თბილისის ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, ემატება. სკოლის შენობა 11,000 კვ.მ. გამწვანებულ ტერიტორიაზეა განთავსებული.

„მწვანე სკოლის“ საბურთალოს კამპუსში მოსწავლეების მიღება ბაღის ასაკიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე დაწყებულია. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ სკოლის გვერდს სოციალურ ქსელებში. სკოლა სასწავლო პროცესს 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს.

ახალ კამპუსში მიმდინარეობს მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომელთა შედეგად სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების საკლასო ოთახებით, გარე სივრცეებით, საცურაო აუზით, ლაბორატორიებით, კომპიუტერული ოთახით, ბიბლიოთეკით, ღია და დახურული სპორტული მოედნებით.

დღეის მდგომარეობით „მწვანე სკოლა“ თბილისში წარმოდგენილია 4 კამპუსით: საბურთალოზე, დიღომში, დიდ დიღომსა და ნაძალადევში. სკოლა უახლოეს მომავალში კიდევ 4 ახალი კამპუსის გახსნას გეგმავს. საბურთალოს კამპუსის დამატების შემდეგ ,,მწვანე სკოლის“ ოთხივე ფილიალი ჯამურად 5,000-მდე მოსწავლის მიღებას შეძლებს.

ბაკურ სულაკაური, „მწვანე სკოლის“ დირექტორი და დამფუძნებელი:

„სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ განვითარებას და მიზნების სისრულეში მოყვანას. დასახული გვაქვს მომავალი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც გვინდა მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და საუკეთესო სასკოლო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში.

გვჯერა, რომ აღნიშნული გაფართოება წარმატების მომტანი იქნება როგორც „მწვანე სკოლისთვის“, ასევე, ქვეყნის საგანმანათლებლო სექტორისთვის.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს