ბორჯომის მერიამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 702 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 702 ბენეფიციარს საჩუქრად 100 ლარი ჩაურიცხა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულადი დახმარება მიიღეს: მრავალშვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა; 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა მშობლებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა; დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები); ავღანეთის ომის ვეტერანებმა; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა; 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს