თეონა აქუბარდია  შალვა პაპუაშვილს - საზედამხედველო ვიზიტებზე არ გვეძახიან ოპოზიციას და  „ქართული ოცნების“ ექსკურსიას ვარქმევ - თუ შეიძლება მიაქციოთ ყურადღება, რეაგირებას ვითხოვ

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, ზედამხედველობა გაუწიოს იმ ფაქტს, რომ თავდაცვის კომიტეტი საზედამხედველო ვიზიტებში ოპოზიციის გარეშე დადის.

როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება 12 რეკომენდაციაშიც არის გაწერილი.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა ზედამხედველობა გაუწიოს იმას, რომ უმრავლესობამ დაბრკოლება არ შეუქმნას 12 რეკომენდაციის შესრულებას.

„თხოვნა მექნება თქვენთან, მე თქვენ გამოგიგზავნეთ წერილი, ისევე, როგორც საპროცედურო კომიტეტს მივმართე, იმასთან დაკავშირებით, რომ, როდესაც კომიტეტის სახელით საზედამხედველო ვიზიტები ხდება უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების, ამ შემთხვევაში ოპოზიცია აღარ არის წარმოდგენილი, არ გვეძახიან, არ გვაგებინებენ, რომ მიდიან სხვადასხვა საზედამხედველო ვიზიტებზე და „ქართული ოცნების“ ექსკურსიას ვარქმევ მე, სხვა არაფერს, როდესაც არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ამ საზედამხედველო ვიზიტებში არ არის წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ, მათ შორის, პარლამენტის ბიუჯეტის ფინანსები იხარჯება კომიტეტებისთვის და არა „ქართლი ოცნების“ დეპუტატებისთვის, ამიტომ, მე დავაყენე ეს საკითხი როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარესთან, როგორც თქვენ მირჩიეთ და გიჯერებთ ხოლმე რაღაცებში, ასევე თქვენთან. თუ შეიძლება მიაქციოთ ყურადღება. ეს არ არის ჩემი აკვიატება, ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი პრინციპი. თქვენ იცით, რომ, მათ შორის, 12 რეკომენდაციაში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია, ამიტომ თხოვნა მექნება, რომ ნუ შევაფერხებთ და დაბრკოლებას ნუ შევუქმნით 12 რეკომენდაციის შესრულებას იმით, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს საზედამხედველო ვიზიტებში კომიტეტის თავმჯდომარე არ ეძახის, რაც მისი ვალდებულებაა როგორც დებულებით, ასევე რეგლამენტით და რეაგირებას ვითხოვ ამაზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

როგორც აქუბარდიას მიმართვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიზიტები მმართველი ძალის წარმომადგენლებმა უმრავლესობის ფორმატში განახორციელეს, რისი გაკეთებაც ოპოზიციასაც შეუძლია.

„რაც შეეხება ვიზიტებს და თქვენი საჩივრის წერილს, რომლითაც მომმართეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მეც მქონდა კომუნიკაცია და უმრავლესობის ფორმატში იყო ეს ვიზიტები განხორციელებული, ისევე როგორც თქვენც თქვენი პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განახორციელოთ ვიზიტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია