ბარნოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება 1 თვით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, კერძოდ, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური სამუშაოები ჩატარდება და სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა. გზაზე ასევე, განახლდება ბეტონის ჩამკეტები.

„დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

მითითებულ მონაკვეთზე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია