კურტ ვოლკერი - არასწორია კითხვა : რა ჯდება ომის ერთი დღე, საქმე ისაა, როგორი იქნება ფასი უკრაინის წაგების შემთხვევაში

უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენლის, კურტ ვოლვკერის განცხადებით, საქმე ის კი არაა, რა ჯდება ომის ერთი დღე, არამედ ის, თუ როგორი იქნება ფასი უკრაინის წაგების შემთხვევაში.

”ეს არის კითხვა, რომელსაც მუდმივად სვამენ აშშ-ში და დასავლეთის დედაქალაქებში. მე კი ვეუბნები ხალხს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, რომ ეს არასწორი კითხვაა. საქმე ის კი არაა, რა ჯდება ომის ერთი დღე, არამედ ის, თუ როგორი იქნება ფასი უკრაინის წაგების შემთხვევაში. რა ფასს გადაიხდიან უკრაინელები? რა იქნება ფასი ნატო-ს მოკავშირეებისთვის, რომლებსაც შესაძლოა თავად დაესხან თავს?" - აღნიშნა ვოლკერმა.

მისი თქმით, აუცილებელია პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ მეტი რესურსი ომის დასრულების დასაჩქარებლად.

"ასე რომ, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რა არის ყოველდღიური ხარჯი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო დიდ სურათსა და სტრატეგიაზე, იმაზე, თუ რა შედეგი გვჭირდება და როგორ მივაღწევთ მას ყველაზე ეფექტურად და ყველაზე ეფექტური რაც შეიძლება გაკეთდეს იქნება უკრაინისთვის იმდენი რესურსის სწრაფი გაცემა, რამდენიც შეგვიძლია, რადგან ეს დააჩქარებს კონფლიქტის დასრულებას“, - განაცხადა ვოლკერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი