სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს

სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ BDO Digital-თან პარტნიორობით, თანამედროვე ERP სისტემას 1C ERP-ის ნერგავს. „მზიური“ ათწლეულებია წამყვან პოზიციას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე და პარტნიორობს ინტერნაციონალურ კომპანიებთან, ექსკლუზიური წამომადგენელია საერთაშორისო ბრენდების, როგორებიცაა Huggies, Nutrilon, Kotex, Lindt, Dallmayr, Bübchen, Nuk, Heinz, და სხვ.

წლების განმავლობაში, ბიზნესის ზრდასთან ერთად, კომპანიაში გაიზარდა როგორც საქმის მოცულობა, ასევე მათი კომპლექსურობა. ნათლად გამოჩნდა თანამედროვე ERP სისტემის დანერგვის საჭიროება, რომელიც ბიზნეს პროცესებს ერთიან სისტემაში მოაქცევდა.

ERP სისტემის დანერგვით, „მზიური“ შეძლებს ძირითადი ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციას, რითაც შეძლებს არამხოლოდ ამ პროცესებში მონაწილე თანამშრომლების დროითი რესურსის შემცირებას, არამედ პროცესების მეტად ეფექტურად მართვას.

პროგრამაში კლიენტებთან ინდივიდუალური ურთიერთანგარიშსწორების პირობების აღრიცხვითა და დავალიანების ლიმიტებისა და ვადების კონტროლით, კომპანია შეამცირებს დებიტორული დავალიანებების ხანდაზმულობას და შეძლებს მეტი ქეშის მობილიზებას. ხოლო ფასდაკლებების მოქნილი სისტემით, პროგრამულად შეძლებს განხორციელებული შესყიდვების მიხედვით კლიენტების კლასიფიცირებას და შესთავაზებს მათზე მორგებულ პირობებს.

„მზიურში“ ERP სისტემის დანერგვა 2023 წლის მაისში დაიწყო და წლის ბოლომდე ყველა ძირითადი მოდულის ამუშავება იგეგმება. თუმცა, კომპანიის მასშტაბების, მოთხოვნებისა და მუდმივი განვითარების გათვალისწინებით, BDO Digital-ისა და „მზიურის“ პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს