Bloomberg - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავენ, რათა შავი ზღვა იმ ნაღმებისგან გაწმინდონ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა

ნატო-ს სამი სახელმწიფო შავი ზღვის გასანაღმად ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი მისიის შექმნას გეგმავენ, რათა შავი ზღვის წყლები იმ ნაღმებისგან გაწმინდონ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ზღვაში აღმოჩნდა.

საკითხთან დაკავშირებული ორი⁸ ოფიციალური პირის განცხადებით, სახელმწიფოები ჯერ კიდევ აზუსტებენ დეტალებს, მაგრამ ერთობლივი მისიის შექმნა მომავალ თვეში იქნება შესაძლებელი.

შექმნილი მისია მშვიდობიანი იქნება და ნატო არ აპირებს შავ ზღვაში ახალი ხომალდების გაშვებას.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, მისიის მიზანია იმის ჩვენება, რომ აღნიშნულ სამ სახელმწიფოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეუძლია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს