უკრაინის დაზვერვა - უკრაინის ტერიტორიაზე 400 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსებს საკმარისი ძალები ჰყავთ ფრონტის სხვადასხვა სექტორში ცალკეული ოპერაციების ჩასატარებლად.

მისი მტკიცებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამჟამად, 400 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„რა თქმა უნდა, ეს პირადი შემადგენლობის არცთუ მცირე რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს არმიასთან, რომელსაც მრავალი თვალსაზრისით ვეღარ ვუწოდებთ თანამედროვე არმიას, არის დიდი რაოდენობით იარაღი, კერძოდ, ჯავშანტექნიკა და ავიაცია. ამიტომ მტერი, რა თქმა უნდა, რჩება სახიფათო“, - განმარტა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს სამობილიზაციო ზომების გატარებას და ეს პროცესი არ შეჩერებულა მთელი ზაფხულის განმავლობაში.

„ამიტომ, ვიფიქროთ, რომ მტერი დაელოდება უკრაინელებს წინსვლას იმისთვის, რომ მათ დაარტყას, ჩვენი მხრიდან, ალბათ, არასწორი იქნებოდა. 2022 წლის სცენარის იმ სახით გამეორებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ზოგიერთ რაიონში მტერი გააგრძელებს ცალკეული შეტევითი ოპერაციების განხორციელების მცდელობას“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს