„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში ჰოლივუდის სტუდიები შემოჰყავს

„სილქ როუდ ჯგუფმა“, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ ESTech, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს - WonderSilk Studios დაარსების შესახებ, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს.

აღნიშნული პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა. 2023-2024 წლის განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.

„კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო - კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი - საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ წინანდალში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კინოფილმებისა და სატელევიზიო სერიების წარმოების, ადგილობრივი კონტენტის შექმნისა და გართობის დაფინანსების ინოვაციური სქემის გამოყენებით WonderSilk Studios უზრუნველჰყოფს ფილმის წარმოების პროცესის დაჩქარებასა და საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის ტურიზმის ზრდის შესაძლებლობას, სამუშაო ადგილების შექმნის, ახალი საგადასახადო შემოსავლებისა და ფართო გლობალური ხილვადობის თვალსაზრისით.

„ჰოლივუდის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ამერიკასთან კიდევ უფრო დაახლოებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პარტნიორობის მემორანდუმს ხელი სწორედ წინანდალში მოეწერა. ამ ადგილიდან, ყოველთვის ჟღერდებოდა ძლიერი კულტურული, საგანმანათლებლო და პროგრესული მესიჯები. დღეიდან ჩვენ ვხდებით ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიის პარტნიორები, რაც ნიშნავს, რომ დასაქმდებიან ქართველი მსახიობები, კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიონალები.

გარდა იმისა, რომ ეს ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, ამავე დროს ამ პარტნიორობას კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობაც აქვს“, - განაცხადა "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს