გრანდიოზული საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისგან“ - ყველაფერი, რასაც ახალი წელი მოჰყავს

7-10 დეკემბერს, საქართველოში პირველად, მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. საახალწლო პროდუქციის გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და თიბისის და VISA-ს სპონსორობით/მხარდაჭერით მოეწყობა.

პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საახალწლო და სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მომხმარებლებს გაუმარტივოს საახალწლო სამზადისი და შეუქმნას სადღესასწაულო განწყობა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქცია და განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები დახვდებათ - ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების, ტკბილეულის, სასმელებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

„ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული პროდუქციის შეძენა ჯადოსნურ საახალწლო გარემოში მისულ სტუმრებს სპეციალური პირობით შეეძლებათ. თიბისი Visa ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ. რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა კომპანიებს, რომელთა შორის, თავის მოვლის, კვებისა და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები არიან, ისინი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებასა და აქციას შესთავაზებენ.

საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ფესტივალის ვიზუალური მხარეც. „ბიბლუსის“ სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებად. ხოლო, თიბისი და VISA განსაკუთრებული კუთხითა და სიურპრიზებით გიმასპინძლებთ.

წარმოდგენილი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისული მომხმარებლების საახალწლო განწყობის ამაღლებას სპეციალური გასართობი პროგრამაც უზრუნველჰყოფს. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ, საინტერესო პროგრამას უმზადებენ.

არ გადადოთ თქვენი საახალწლო საყიდლები ბოლო დღისთვის!

ესტუმრეთ „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალს, სადაც ნამდვილი სადღესასწაულო სამზადისი და ყველა სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

#ბიბ­ლუ­სი

#ბიბლუსიჯგუფი

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს