ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ადგილობრივი დროის 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზას მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის არმია ცეცხლის დროებით შეწყვეტამდე "ჰამასის" წინააღმდეგ მაქსიმალური პროგრესის მიღწევას ცდილობდა.

კატარელი მედიატორების ცნობით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ღაზაში 13 მძევალი გათავისუფლდება, რასაც ისრაელის ციხეებიდან გაურკვეველი რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოჰყვება. ჯამში, შემდგომი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება იგეგმება. ამავე პერიოდის განმავლობაში ისრაელის მიერ 150 პალესტინელი პატიმრის - ძირითადად ქალებისა და არასრულწლოვნების - გათავისუფლება იგეგმება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს