ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

პეტრიაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბრიუსელიდან ეხმაურება და ევროკავშირის გადაწყვეტილებას ისტორიულ დღეს უწოდებს.

,,ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ დღეს და გაწევრიანების გზის მალე გავლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, თუ ყველას ექნება სახელმწიფოებრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა გასაკეთებელ საქმესთან თუ უბრალოდ გამონათქვამებთან დაკავშირებითაც კი, ამ გზას მალე გავივლით და სრულფასოვნად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელწიფო!" - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს