დევიდ კემერონი და ანალენა ბერბოკი - ღაზაში ცეცხლის მდგრადი შეწყვეტისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კემერონი და ანალენა ბერბოკი ღაზაში ცეცხლის მდგრადი შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც გამოიწვევს მდგრად მშვიდობას. რაც უფრო მალე მოვა, მით უკეთესი - სასწრაფო საჭიროება არსებობს“, - აღნიშნულია საგარეო მინისტრების ერთობლივ სტატიაში.

ამასთან, ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს არ უჭერენ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას, რადგან, მათი შეფასებით, ეს „უგულებელყოფს იმას, თუ რატომ არის ისრაელი იძულებული, დაიცვას თავი“.

„ჰამასმა“ ბარბაროსულად შეუტია ისრაელს და დღესაც ისვრის რაკეტებს ისრაელის მოქალაქეების დასახოცად. „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს“, - აცხადებენ ისინი.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლებაში დატოვება კონფლიქტის, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპზე, მოგვარების გზაზე მუდმივი დაბრკოლება იქნება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია