ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფები დაკარგულებს ყინვასა და თოვლში ამ დრომდე ეძებენ.

არასტაბილური ნიადაგის გამო მაშველები მძიმე ტექნიკის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, ჩინეთის იუნანის პროვინციაში მეწყერი ორშაბათს ჩამოწვა და თავდაპირველად დაკარგულად 47 ადამიანი ითვლებოდა, მათგან 8 ორშაბათს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს