თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, „მერსი ქორფს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი - ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მემორანდუმის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მერსი ქორფსთან“ უკვე მეორე პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. გენდერული თანასწორობის საბჭო თანამშრომლობის ეგიდით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჩართულობა პროექტში წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. უკვე დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ღონისძიებები, რაც ქალთა გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მათივე ცნობით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ხელმოწერილი მემორანდუმის მიზანი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. „უსაფრთხო ონლაინი“ მიმართულია ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის (TFGBV) რისკების შემცირებისა და ქალებისა და გოგონების დასაცავად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს საქართველოსა და სომხეთში ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობებს და მეწარმე ქალებისთვის ციფრულ ეკონომიკაში ჩართვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას.

შეხვედრაზე პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი - ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ საკრებულოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პროგრამის შედეგები განსაზღვრა.

„პროგრამა „უსაფრთხო ონლაინი“ საქართველოსა და სომხეთში 15 000-მდე ქალს მოიცავს. შემუშავებულ იქნება ციფრული კომერციალიზაციის წარმოებისათვის ქალთა განვითარების, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების კურსები, რომლებიც ჩატარდება როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ციფრული კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ძალადობის პრევენციის შესახებ პოლიტიკის რეკომენდაციებისა და დოკუმენტების შემუშავება და ინიცირება“, - განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების, ონლაინ სივრცეში ქალთა უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში. მათ შორის ითანამშრომლებენ გენდერული თანასწორობისა და ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებში სათანადო ნორმატიული რეგულაციების ინიცირებისთვის.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს