პროკურორი - მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს საკუთრებად მიაჩნდა  - გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე, ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია

ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა სიცოცხლის დროინდელია.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულს მოკლული ქეთევან ჯავახიშვილი საკუთრებად მიაჩნდა.

“ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყველა ორგანოზე. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია.

ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19:21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.

სამივე საფუძველი სახეზეა, როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე ნივთმტკიცებულებების განადგურების. თუ როგორ ჩაიდინა მან დანაშაულებრივი ქმედება, ნამდვილად ქმნის იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება ის მოიქცეს მომავალში, თუ მას არასათანადო სასჯელს მივცემთ.

ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, ეს მიუთითებს მის ფეთქებად ხასიათზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების სტილს.

ჩვენ გუშინ, დაახლოებით 4 საათისთვის მისი ვინაობა ვიცოდით, თუმცა ვაზუსტებდით მტკიცებულებებს, რათა ასეთ მძიმე დანაშაულზე მისთვის ბრალი წარგვედგინა.

გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბრალდებულის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებს აღმოვაჩენთ.

მას საზღვარგარეთ აქვს კონტაქტები. დედა ჰყავს საზღვარგარეთ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული, შესაბამისად, მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა.

ერთადერთი სასჯელი, რომელიც ამ სამივე საფრთხეს აღკვეთს, არის პატიმრობა. ბრალდების მხარე არც პირად თავდებას და არც გირაოს საკითხს არ განიხილავს. ბრალდებულს არც რაიმე პირადი საკუთრება არ გააჩნია. გირაოს ვერცერთი ოდენობა მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება.

ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი”, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია