ირაკლი ღარიბაშვილი - „ენჯეოებს“ უნდა მოეხსნას ტაბუ, ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული არ უნდა იყოს - ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს, ეს ტრაგედიაა

კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს - უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი დაფარული და დამალული ორგანიზაცია.

„რაც შეეხება „ენჯეოების“ მუშაობას და მათ ბუნებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ყოველ დღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, მეგობრებო. ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა საქმიანობას ეწევიან. კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. ისინი თავად იყვნენ ჩართულები ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ, „სირცხვილია“, „ელგებეტე“ ორგანიზაციის, „ენჯეოს“ უკან ვინ იდგა, „ნაცმოძრაობა“ იდგა, მათი დამფინანსებლები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ. ლოგიკური კითხვებია და ამ „ენჯეოებმა“ უნდა გასცენ პასუხი. უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“. ეს ადამიანები, იგივე ეს „ენჯეოები“ წლების განმავლობაში კადრულობენ და თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველას. როდესაც საზოგადოება და ჩვენ კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება