გივი მიქანაძე - მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა - არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რაზეც საზოგადოებას ოპონენტები ესაუბრებიან

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებით მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა - აქ არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რის თაობაზეც საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები ესაუბრებიან , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.

პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც ის არის წარდგენილი.

მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ საარჩევნო სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან საარჩევნო ოლქის ნომერი დააფიქსიროს.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ამით საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნება“.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება