top of page

სატელიტური კავშირგაბმულობა და ISO სტანდარტები

XX საუკუნემ მსოფლიოს მრავალი მოვლენით დაამახსოვრა თავი. მისი ისტორია ინახავს ფაქტებს არამარტო საშინელი ომების, ნგრევის, გენოციდის და ეკონომიკური კრიზისების, არამედ მეცნიერული აღმოჩენების, პროგრესის და განვითარების შესახებაც. კონტრასტებით აღსავსე ამ საუკუნემ საფუძველი დაუდო ბევრ გამოგონებასაც, რომელთა სიკეთეებით დღემდე ვსარგებლობთ. მათ შორისაა სატელიტური კავშირგაბმულობა, რომელიც დიდ სამსახურს უწევს მსოფლიოს და მნიშვნელოვნად აჩქარებს პროგრესის ტემპს. ამ ყველაფერში კი ISO-ს დიდი წვლილი მიუძღვის.

დედამიწის ორბიტაზე პირველი სატელიტის გაშვება კოსმოსური რბოლის პერიოდს უკავშირდება. 2 სუპერსახელმწიფო, აშშ და საბჭოთა კავშირი, ერთმანეთთან ცივ ომში იყვნენ ჩაბმული და ეს პაექრობა გამოიხატებოდა ყველგან და ყველაფერში. მათ შორის სპორტში, მეცნიერებაში, არქიტექტურაში, ინჟინერიაში და ა.შ. ორივე სახელმწიფო დიდ გამარჯვებად თვლიდა რომელიმე კონკრეტულ სფეროში წარმატებას. ისინი ამით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ერთმანეთისთვის პირველობა. მაგალითად, წლების განმავლობაში საბჭოთა ჭადრაკის სკოლა გაცილებით ძლიერი იყო ამერიკულზე, რითიც ისინი ყოველთვის ამაყობდნენ და ყოველთვის უსვამდნენ ამას ხაზს იმის დასტურად, რომ მათ გაცილებით ძლიერი ინტელექტუალური რესურსი ჰყავდათ, ვიდრე ამერიკელებს. თუმცა საბჭოთა ჰეგემონია ჭადრაკში დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა და დასრულდა მაშინ, როდესაც ლეგენდარულმა ამერიკელმა დიდოსტატმა ბობი ფიშერმა რუსი მოჭადრაკე ბორის სპასკი 1972 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამარცხა და მოიპოვა კიდევ მსოლიო ჩემპიონის ტიტული. ამ მოვლენის გამო ბობი ფიშერი ამერიკელი ხალხისთვის ეროვნულ გმირად იქცა.


გამონაკლისი არც კოსმოსი ყოფილა: 1957 წელს საბჭოთა კავშირმა პლანეტის ორბიტაზე პირველი თანამგზავრი სპუტნიკ 1 გაუშვა. შემდეგ წელს აშშ-მაც გაუშვა საკუთარი პირველი თანამგზავრი ორბიტაზე. თამაგზავრები აღჭურვილები იყვნენ რადიოგადამცემებით, რომელთა საშუალებითაც აგზავნიდნენ ინფორმაციას დედამიწის სხვადსხვა წერტილში. სწორედ ამან განამტკიცა სატელიტური კავშირგაბმულობის განვითარების იდეა. მალე კოსმოსურმა რბოლამ გაცილებით მასშტაბური ხასიათი მიიღო. საბჭოელებმა შეძლეს კოსმოსში გაეგზავნათ პირველი ადამიანი - იური გაგარინი, რასაც ამერიკელებმა მთვარის მისიით უპასუხეს, როდესაც ბაზ ოლდრინი და ნილ ამსტრონგი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი. საბოლოოდ ამ პროცესებმა მიგვიყვანა ლოგიკურ გაგრძელებამდე, რასაც დღეს სატელიტური კავშირგაბმულობის სახელით ვიცნობთ. ამ უკანასკნელის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასაც, რომელმაც დაარსებიდან დღემდე შეიმუშავა 50 საერთაშორისო სტანდარტზე მეტი სატელიტური კავშირგაბმულობის ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად. ასევე, ორგანიზაციას შემუშავებული აქვს 170-ზე მეტი სტანდარტი, რომელთა მიზანი კოსმოსური სისტემებისა და ოპერაციების გაუმჯობესებაა. მეტიც, ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის სპეციალური ISO/TC 20/SC 14 ტექნიკური კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებით და მსოფლიოს ეხმარება უფრო უკეთ განავითარონ კოსმოსური სისტემები, დააჩქარონ კომსოსის ათვისების პროცესი და შესაძლებელი გახადონ ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო.

ფოტოზე: ნილ ამსტრონგი მთვარეზე (ფოტო: The convesration)


სწორედ ასეთ დიდ პროექტებს შორისაა მარსის მისია. კაცობრიობა უკვე დიდი ხანია ოცნებობს მარსზე გაუშვას პირველი ადამიანი და ამისთვის აქტიურად ემზადება კიდეც. უკვე მრავალი მარსმავალი გაიგზავნა პლანეტაზე, რომელთა მთავარი მისია მარსის შესწავლაა. პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიღებთ მაღალი გარჩევადობის სურათებს, აუდიო თუ ვიდეო მასალებს, აქტიურად მიმდინარეობს პლანეტის ზედაპირის გეოლოგიური შესწავლა, კლიმატის შესწავლა, ატმოსფეროს შესწავლა და ა.შ. მეტიც, მსოფლიო კიდევ უფრო შორს იყურება, რადგან გეგმაში შედის არამარტო მისიის გაგზავნა, არამედ პლანეტაზე კოლონიის შექმნა, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი იცხოვრებს და ისტორიაში პირველად კაცობრიობა მულტიპლანეტარული ცივილიზაცია გახდება, რასაც თავისუფლად შეგვიძია ვუწოდოთ ჩვენი ცივილიზაციის განვითარების ლოგიკა - განვითარების ახალი საფეხური, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ.


საბოლოო ჯამში, კოსმოსის ათვისება, სხვა პლანეტებზე მისიების გაგზავნა თუ სატელიტური კავშირგაბმულობის განვითარება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - კაცობრიობამ ააბიჯოს განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე, ამაყად ავიდეს ახალ პედესტალზე და გახდეს გაცილებით უფრო განვითარებული და ძლიერი ვიდრე აქამდე. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ISO და მისი ერთ-ერთი ISO/TC 20/SC 14 კომიტეტი, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს სხვა ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


65 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page