Ira Melimonadze 🍋’s Post

View profile for Ira Melimonadze 🍋, graphic

Owner at Lemons.ge with expertise in Online Marketing

რამდენიმე დღეა ვაჯამებ 2023 წელს, დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი... რაც არ იყო და რაც იყო 1985 დან 2023 მდე თითქოს ყველაფერი ერთად იყო 2023 ში. სიმშვიდეს აღარ ჩავიფიქრებ - რადგან ყველაზე ძვირი თურმე სიმშვიდე ყოფილა, რა ვისწავლე 2023 წელში? ოცნებებთან რომ ფრთხილად უნდა იყო ის!!! გინდათ სიმშვიდე? ასე უბრალოდ არ ჩაიფიქროთ, რადგან სიტყვაზე მენდეთ - გულის გაჩერების შემდეგ სრული სიმშვიდეა, სიჩუმე! სანამ სიმშვიდეს ინატრებთ მანამდე დაფიქრდით ღირს თუ არა ეს ყველაფრის სანაცვლოდ? და მაინც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო 2023. მადლობა 365 დღეს, თითოეულ მათგანში იყო ამბავი: ცრემლის, ტკივილის, დარდის, ფორიაქის, დაკარგვის, ღალატის, უმეცრების, ბროტების, მარცხის, დაცემის, მაგრამ დღე და ღამესავით იცვლებოდა ისინი ღიმილით, მოშუშებით, კარგი ამბებით, სიმშვიდით, აღმოჩენით, ერთგულებით, სიკეთით, გამარჯვებით, ადგომით, გაგებით... ამ ორომტრიალში რამდენჯერმე დავკარგე ჩემი თავი და ამდენივეჯერ ახლიდან აღმოვაჩინე. დილით მზის ამოსვლასთან ერთად ვდგებოდი და ყოველდილით საკუთარ თავს ვუმტკიცებდი რომ ესეც გაივლის. ღამით დაძინებისას იმედს მოვძებნიდი, სულ მცირედს მაინც - რისთვისაც უნდა გათენებულიყო და გათენებას ველოდებოდი სულმოუთქმელად. თურმე როგორი "უმადურები" ვართ როცა კრიზისია ტვინში? ვერ ვიგებთ რომ ჯანმრთელები ვართ, ვერც საუკეთესოს ვაფასებთ ჩვენ გვერდში, არც ერგულების ფასი ვიცით და არც ამბების, რომლებშიც თავბრუდახვეული ვბარბაცებთ ხოლმე. ყველაზე ცოტა დრო ამ წელს ყველაძე ძვირფასს - საკუთარ თავს და შვილებს დავუთმე, ბოდიში არ ეყოფა ამ ამბავს, ქმედებაა საჭირო, ყოველდღიური ქმედება. მადლობა ჩემ დედას, შვილებს, მეგობრებს, ცოტას, მაგრამ საუკეთესოს - გაუცრეცელი სიტყვების გარეშე მე თუ 2024 ჯანმრთელი ვხვდები ეს თქვენი თანადგომით შევძელი <3 2023 წელი რომ შევაჯამო - საკუთარი თავის გაცნობის და საკუთარ შიშებთან თვალებში ჩახედვის წელი იყო. სამყარო ასეთია - ხან გავიმარჯვებთ ხანაც ვისწავლით <3 მე 2023 ში გამარჯვებები ნაკლებად მინდა რომ ჩამოვთვალო, მე 2023 წელს ბევრი ვისწავლე. არადა შარშან ვამბობდი 2023 წელი სტაბლურობის და სიმშვიდის წელი უნდა იყოს თქო :)) ხანდახან ვფიქრობ რომ სამყაროს საუკეთესო იუმორის გრძნობა აქვს <3 universe - გურულია!

  • No alternative text description for this image
Merabi Sturua

Independent Financial Services Professional.

4mo

თუკი მიაღწიეთ ისეთ ბალანსს რომ საცხოვრებელი საკმარისი გაქვთ, ყოველთვიური შემოსავალი ყველაფერი აუცილებელსა და ზოგჯერ არა აუცილებელზეც გყოფნით, თუ ხედავთ რომ მეტის შოვნა და იმდენ დროს და ენერგიას ითხოვს რომ საცხოვრებლად ,ოჯახისა და შვილებისათვის დრო არ გრჩება სამუშაო-საზრუნავის გამო, მაშინ გადადით "საკმარისობის" რეჟიმში როდესაც გყოფნით რაც გაქვთ, არ გეშინიათ რომ მას დაკარგავთ და ლაღად ცხოვრობთ, რამეღყ ყველა ფულს ვერ იშოვნით და მთელს მსოფლიოს ვერ მოივლით, რადგან საქართველოში გაქვთ 2022 აუცილებელი ადგილი მოსავლელი და მერე უნდა გახვიდეთ საზღვარგარეთ და შეიგრძნოთ საიდან მოდიხართ და რა ქვეყნის შვილი ხართ. წარმატებებს გისურვებთ

Avto Kobakhidze

Entrepreneur | Business Development Manager @BB Medicals @BB Market @PDMG @ENSOL @IMEP | Founder @Esales.ge - The best discount portal for all special equipment.

4mo

გილოცავთ დამდეგს და უამრავ წარმატებას გისურვებთ 2024 ში ❤️

✊🏻✊🏻

Shorena Zurabashvili

Accountant at Jerarsi Clinic

4mo

უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ 2024 წლში

See more comments

To view or add a comment, sign in

Explore topics