გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს, ყველა ქართველ ემიგრანტს და მთლიანად მთელ საქრისტიანოს !!!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს, ყველა ქართველ ემიგრანტს და მთლიანად მთელ საქრისტიანოს !!!

გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – უდიდესს ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის.

თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს.

ეს ნათელია, რომ სიყვარული ყველაზე აღმატებული და ამაღლებული ამქვეყნიური ძალაა; რომ სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე - სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა - სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული. ამ დღეს ხარობს და ერთმანეთს ულოცავს ყველა, მთელი ერი.

 ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხაროს ადამის მოდგმამ და მთელმა სამყარომ !!!

მაშ, ვმადლობდეთ უფალს.

ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად აღსდგა!

დ.ა.მოდებაძე

/D.A.N.MODEBADZE/

To view or add a comment, sign in

Explore topics