კარგი მენეჯერის 10 მახასიათებელი

კარგი მენეჯერის 10 მახასიათებელი

როგორია კარგი მენეჯერი, კარგი უფროსი? ამ თემაზე იმდენი აზრი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა. ზოგი მიიჩნევს, რომ კარგი მენეჯერი აუცილებლად ლიდერიც უნდა იყოს. ზოგის რწმენით, მენეჯერი საქმეში ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე გამოცდილი კადრი უნდა იყოს. ბევრი ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ კარგი უფროსი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ არსებობენ მეტად და ნაკლებად წარმატებული უფროსები; ისინი, ვინც თანამშრომლებს უყვართ და ისინი, ვისი ატანაც არ აქვთ. უფროსები, რომლებიც ახერხებენ რიგითი კომპანიიდან ბრენდის შექმნას და ისეთებიც, რომელთაც წარმატებული კომპანია გაკოტრების პირას მიუყვანიათ. რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მენეჯერი და როგორი უნდა იყოს ის, რათა წარმატებას მიაღწიოს? ამ ბლოგში ჩემს შეხედულებას გაგიზიარებთ ამ თემასთან დაკავშირებით. 

პირველ რიგში, განვსაზღვროთ მენეჯერის ძირითადი ამოცანა. ნებისმიერი მენეჯერის მთავარი მოვალეობა კომპანიის ღირებულების ზრდასთან და მესვეურების ფინანსურ უზრუნველყოფასთან ერთად, საკადრო რესურსების ოპტიმალური მართვა და თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაა. ეს ყოველივე შესაბამისობაშია ორგანიზაცულ სტრატეგიასთან, რომელიც კომპანიის ძირითადი სამოქმედო დოკუმენტია. ორგანიზაციული წარმატების მისაღწევად, კარგმა მენეჯერმა უნდა შეძლოს კადრების ეფექტურობის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

ჩემი აზრით, კარგ მენეჯერს უნდა ჰქონდეს:

1.   პოზიტიური დამოკიდებულება

           მენეჯერის პოზიტიური დამოკიდებულება თანამშრომლებისათვის გადამდებია. მაშინ, როცა სასოწარკვეთილი და ნეგატიური უფროსი სამუშაო გარემოს სტრესულს ხდის, მენეჯერის პოზიტივი და დრაივი თანამშრომლების მორალისა და მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს. როცა თანამშრომლები ხედავენ, რომ უფროსი დადებითადაა განწყობილი, თავადაც იმედიანად და მეტი შემართებით ეკიდებიან საქმეს. ბედნიერი თანამშრომლები საქმეს მეტად პროდუქტიულად და ხარისხიანად აკეთებენ.

2.   კომპეტენცია

           მენეჯერმა უნდა იცოდეს საქმე - ამაში ორი აზრი არ არსებობს. თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ საჭიროების შემთხევაში შეეძლებათ მენეჯერისაგან კომპეტენტური პასუხის მიღება და პრობლემის გადაჭრა. მისი დირექტივები უნდა იყოს კონკრეტული და გასაგები. შესაძლოა, აღმასრულებელმა მენეჯერმა არ იცოდეს ყველა მცირე დეტალი, მაგრამ კარგად უნდა იცნობდეს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, მიმდინარე პროცესებს და შეეძლოს ადექვატური გადაწყვეტილებების მიღება. მენეჯერს უნდა ესმოდეს თანამშრომლების ტექნიკური ენა და მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი ცოდნის გაღმავებაზე.

3.   პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი განაწილება

           ორგანიზაციის მენეჯერს ძალიან ბევრი საქმე და მიმდინარე პროექტი აქვს. ყველა მათგანი ყურადღებას მოითხოვს და შესასრულებელია. თუმცა დროითი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების სიმცირის გამო, ცხადია, შეუძლებელია ყველაფრის ერთდოულად კეთება. აუცილებელია პრიორიტეტული ამოცანების განაზღვრა და მათი სწორი განაწილება. მაგალითად 20 მნიშვენლოვანი ამოცანიდან შეიძლება შეირჩეს 5 საჩქარო, 10 ნაკლებად საჩქარო და 5, რომელიც შეიძლება დროში მეტად იცდის.

           ხშირად ხდება, რომ მენეჯერები ყველაზე პრიორიტეტულ და მნიშვენლოვან საქმეებს ერთი და იმავე კადრს ავალებენ, რადგან ენდობიან. ცუდი ისაა, რომ ერთი მხრივ, ხდება ამ კადრის გადატვირთვა, რამაც შეიძლება შესრულების ხარისხი დაწიოს და საქმე დროში გაიწელოს და მეორე მხრივ,შესაძლოა სხვა თანამშრომლების უკმაყოფილება გამოოწვიოს. საქმის სწორი დანაწილება ძლიან მნიშვნელოვანია.

4.   სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება

           მენეჯერს ყოველდღიურად უწევს გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას გააჩნია, მენეჯერმა ყველაზე ოპტიმალური და გამართლებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არანაკლებ მნიშვენლოვანია, საჭირო მომენტში მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მენეჯერის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული კომპანიისა და თანამშრომლების ბედი.

5.   ჩართულობა

           მართვა არ გულისხმობს განკარგულებების გაცემას კაბინეტიდან. კარგი მმართველი ჩართულია კომპანიის სამუშაო პროცესებში და თავადაც იკაპიწებს ხელებს. იგი თანამშრომლებს მუშაობის მაგალითს აძლევს. მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისას, მენჯერის ადგილზე ყოფნა და მისი ჩართულობა თანამშრომლებს მეტ სტიმულს აძლევს და მენეჯერისადმი პატივისცემას ზრდის.

6.   მოთხოვნა და პასუხისმგებლობა

           მენეჯერი პასუხისმგებლელია კომპანიის ბედზე, მის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, შესაბამისად იგი თანამშრომლებისაგან მოითხოვს მათზე დაკისრებული საქმიანობის სათანადო შესრულებას. თანამშრომლები მენეჯერთან არის პასუხისმგებლები, ხოლო მენეჯერი კომპანიის დამფუძნებლებთან. რაც არ უნდა გუნდური და მეგობრული იყოს თანამშრომლების მიმართ, მენეჯერმა თანამშრომლებს უნდა მოსთხოვოს სამუშაოს სათანადო შესრულება და მისცეს დირექტივები, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს საქმე უკეთ.

7.   სამართილანობა და ეთიკურობა

           მენეჯერი უნდა ეცადოს დაიცვას ობიექტურობა თანამშრომლებთან და კლიენტებთან დამოკიდებულებაში; იყოს სამართლიანი და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილებები; სიფრთხილე გამოიჩინოს რომელიმე კადრის შექებისა და კრიტიკის დროს; არ გამოხატოს დაუმსახურებელი პიროვნული სიმპატია რომელიმე ან რამდენიმე კადრის მიმართ და დაუსაბუეთებელი ანტიპატია სხვათა მიმართ; სწორად შეაფასოს კადრების პერფომანსი და ჰქონდეს ადექვატური რეაქციები. თანამშომლებს უსამართლობს და დაუფასებლობის განცდა არ უნდა დაეუფლოთ.

8.   ემოციური სტაბილურობა და გაგება

           კარგი მენეჯერი ცდილობს აკონტროლოს ემოციები და შეინარჩუნოს წონასწორობა რთულ სიტუაციებშიც კი. კარგ მენეჯერს ესმის, რომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. მთავარია, შეცდომებზე სწავლა და შემდგომში მათი არიდება. ამასთან, მენეჯერს უნდა შეეძლოს თანამშრომლის მდომარეობაში შესვლა და მისი პრობლემის გათავისება.

9.   მოქნილობა

           გეგმები იცვლება და ცვილებები სამუშაო რეალობის განუყრელი ნაწილია. მენეჯერი უნდა იყოს მოქნილი, ადვილად შეძლოს რეაგირება და ახალი, ალტერნატიული გეგმის შემუშავება. არ გამოვიდა გეგმა A? ვცადოთ გეგმა B. ასევე, იგი უნდა დააეხმაროს თანამშრომლებს ცვილებებთან ადაპტაციის პროცესში. 

და ბოლოს

10. ტალანტების ძიება და ზრდა

           კარგმა მენეჯერმა, ერთი მხრივ უნდა იზრუნოს პროფესიონალი კადრების ზრდაზე და მეორე მხირვ, ნიჭიერი კადრების შენარჩუნებაზე. კარგი მენეჯერი მუდმივად უნდა იყოს დაინტერესებული თანამშრომლების წარმატებით, რადგან მათი წარმატება, კომპანიის და მისი წარმატებაა. მან ხელი უნდა შეიწყოს ნიჭიერი კადრების დაწინაურებას. ცოდნის გაცემა და პროფესიონალი კადრების შემოკრება კარგი მენეჯერის მახასიათებელია. კარგ მენეჯერს არ აშინებს, რომ ვინმე მასზე ჭკვიანი აღმოჩნდება ან სამომავლოდ მას შეცვლის.

ანა ნემსიწვერიძე, 2015

სუპერ! ვეთანხმები 100%

Like
Reply

მომეწონა

Like
Reply

To view or add a comment, sign in

Explore topics