რა არის CV?

რა არის CV?

რა არის CV? - რეზიუმე? ჩვენი გამოცდილების მაჩვენებელი დოკუმენტი? ჩვენი სამსახურებრივი ბიოგრაფია? ფარატინა ფურცელი? აუცილებელია, რომ გვქონდეს და ამიტომ გვაქვს? 

მოდით მივყვთ ნელ-ნელა.

პირველი CV ისტორიაში სავარაუდოდ ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა დაახლოებით 500 წლის წინ ( Leonardo Da Vinci CV ). და ვინჩი, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გაივლიდა საუკუნეები და CV აუცილებელი რამ გახდებოდა დასაქმებისათვის. ცხადია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღესდღეობით კარგად დაწერილი პროფესიონალური CV უკვე აუცილებლობაა. კარგი CV-ის შექმნას "ხელოვნებასაც" კი შევადარებდი - საკუთარი თავის საუკეთესოდ შეფუთვის ხელოვნებას. და მაინც, რატომ არის აუცილებელი კარგი CV, იკითხავს ბევრი. ამისთვის მნიშვნელოვანია, წარმოვიდგინოთ გზა სამსახურის ძიებიდან დასაქმებამდე: CV-ის დაწერა -> ვაკანსიის ძიება -> CV-ის "მორგება" ვაკანსიაზე -> CV-ის გაგზავნა დამსაქმებელთან - CV-ების გადარჩევა -> გასაუბრება -> დასაქმება.სამსახურის ძიებიდან დასაქმებამდე 7 პუნქტია და აქედან 4 პუნქტი უშუალოდ CV-ის ეხება.  

დღევანდელი დასაქმების სამყარო თავისი წესებითაა მოწყობილი და, თუ სამსახურს ეძებ, გინდა, თუ არ გინდა, შენც ვალდებული ხარ, ამ წესებს დაემორჩილო. ამ წესებიდან ერთ-ერთი უმთავრესი კი ესაა -  დამსაქმებელი ითხოვს შენგან CV-ის და გხედავს შენ - რამდენიმე გვერდზე დაწერილს. სანამ ის პირადად გიხილავთ (ეს კი დამოკიდებულია თქვენი CV-ის ავკარგიანობაზე), ის იქმნის თქვენზე წარმოდგენას თქვენი რეზიუმეს მიხედვით (რეზიუმე CV-ის მეორე სახელწოდებაა). თუ თქვენი რეზიუმე ვერ დააინტერესებს და ვერ მოხიბლავს პოტენციურ დამსაქმებელს ან სელექტორს, თქვენ არასოდეს მოგეცემათ შესაძლებლობა მისი პირადად ნახვის. დღესდღეობით დამსაქმებლები ყოველდღიურად ასობით და ათასობით CV-ის იღებენ, საიდანაც გასაუბრებისათვის ალბათ 15-20-ს შეარჩევენ. წარმოიდგინეთ კონკურენცია, რომელიც თქვენმა რეზიუმემ უნდა გაიაროს. ის უბრალოდ კარგი კი არა, საუკეთესო უნდა იყოს! უნდა იქცევდეს ყურადღებას, მარტივად აღიქმებოდეს, ადვილად იკითხებოდეს, არ იყოს გადატვირთული, იყოს მოწესრიგებული და უშეცდომო, იყოს დაცული ფორმატი და უბრალოდ უნდა ყვიროდეს - "ამ CV-ის პატრონი მოწესრიგებული პროფესიონალია" !!! თქვენი СV  ასეთი არაა? ესე იგი, ის გადასაგდებია!

ჩვენ ვკრებთ ჩვენს პროფესიული გამოცდილებისა და განათლების დეტალებს, რათა უკეთ წარმოვაჩინოთ და შევფუთოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში პროდუქტი ვართ ჩვენ! დიახ, CV არის მარკეტინგული სარეკლამო დოკუმენტი, რომლითაც რეკლამირებას ვუწევთ ჩვენს საკუთარ თავს. ჩვენ უნდა „მივყიდოთ“ ჩვენი თავი პოტენციურ კლიენტს - დამსაქმებელს. ჩვენ უნდა გავყიდოთ ჩვენი უნარები, განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია. ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველები კლიენტებისათვის. ჩვენი CV ერთგვარი მენიუა, საიდანაც კლიენტი ირჩევს მისთვის საჭირო უნარებსა და გამოცდილებას.

ქართული პრაქტიკა CV-სთან მიმართებაში სავალალო და არასერიოზულია. როდის ვიგებთ, რომ აუცილებელია CV-ის გაკეთება? როცა ჩავაბარეთ უნივერსიტეტში! და რას ვაკეთებთ? რომელიმე ჩვენ კურსელს ან მეგობარს ვთხოვთ, გამოგვიგზავოთ თავისი CV, რომ მერე ჩვენ გადავაკეთოთ. მაგრამ ერთი წამითაც არ ვფიქრდებით, მეგობრის CV ყველა სტანდარტის მიხედვითაა შექმნილი? კარგია ეს CV? რა სტანდარტების დაცვაა საჭირო CV-ის წერისას? ამ შეკითხვებს არავინ სვამს. ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, ჩვენ არ გვაქვს ამის კულტურა, საქართველოში არასოდეს არავის უსწავლია როგორ უნდა დაიწეროს კარგი CV - ეს უბრალოდ არსად ისწავლება. არ დავმალავ, ჩემი პირველი CV-იც მეგობრისგან გადმოკოპირებული სასაცილო ფურცელი იყო. სწორედ ამის გამო, გადავწყვიტე, ეს საკითხი საფუძვლიანად შემესწავლა, მოვიძიე სხვადასხვა კვლევების შედეგები, გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და შედეგად დავწერე ქართული სახელმძღვანელო, რომელიც 20 თაბახის ფურცელს გასცდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ CV-ის ზომას, ფორმატირებას, შრიფტებს და პარაგრაფებს, წყობას, ვიზუალს და სიმარტივეს ამდენი მნიშვნელობა ექნებოდა.

Georgian Progress Group გთავაზობთ მასტერკლასებს ამ მიმართულებითაც - როგორ დავწეროთ კარგი CV? როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის? როგორ მოვახდინოთ პირველი დადებითი შთაბეჭდილება? როგორ გავიაროთ გასაუბრება წარმატებით?

ყოველთვის გახსოვდეთ, CV თქვენი ბილეთია წარმატებისაკენ!

ძალიან ხშირად დამსაქმებელი არც კი აქცევს ყურადღებას რეზიუმეში ჩვენს მიერ მიღებულ განათლებას თუ პროფესიულ გამოცდილებას, არამც თუ შეაფასონ მისი არასწორად დაწერა,როდესაც პირველ ადგილზე ნეპოტიზმია გამეფებული.... ეს ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ფორმალობაა..... :(

Like
Reply
OTAR KIRIA

Marketer & Lecturer

8y

100%. და ზოგადად პერსონალური ბრენდინგის კუთხით ალბათ საქართველოში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს :)

Getanxmebit , rodesac mec vdgavdi pirvel nabijs cv is shesaqmnelad sakmaod didi dro damchurda da maints ar iko kargad dawerilo . Vpikrob rom masteklasebis shesaxeb inforcia studentebistvis sakmaod ssintereso da sasargeblo ikneba.

Noka Baindurashvili

Deputy Director of Sales and Marketing

8y

ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტატიაა

To view or add a comment, sign in

Explore topics