სად გავაკეთოთ CV

სად გავაკეთოთ CV

როცა CV-ის შედგენისთვის საჭირო ყველა ეტაპს გაივლით (იხილეთ აქ), უნდა ეცადოთ რომ CV გახადოთ საინტერესო.

ამისთვის არსებობენ საიტები, რომლებიც დაგეხმარებათ CV-ის შედგენაში.

  1. ყველაზე კარგი ვარიანტი CV-ის გასაკეთებლად არის Photoshop. ამ პროგრამის წყალობით შეგიძლიათ შეადგინოთ ორიგინარული სივი, რომელიც მარტო თქვენ გექნებათ და სხვას არავის. თუმცა Photoshop ფასიანი პროგრამაა და მოითხოვს ამ პროგრამის ცოდნას.

2. საიტი რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს არის Canva. საიტი გაძლევთ საშუალებას აარჩიოთ ათასობით CV-ის ფორმა. ზოგიერთ CV-ის ფასიანი ფუნქციები აქვს მაგრამ შეგიძლიათ ამ ფუნქციების გამოყენების გარეშეც შეადგინოთ თქვენთვის სასურველი და ორიგინალური CV. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Canva მხოლოდ CV-ის შედგენაში კი არ გეხმარებათ, არამედ გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ სხვადასხვა სახის ვიზუალი სოც მედიისთვის და ა.შ.

3. CVtemplatemaster გაძლევთ 150 სივის მაგალითს Microsoft Word-ის ფორმატში.

4. Creeuncv არის ფრანგული საიტი, რომელიც ასევე უფასოდ გთავაზობთ სივის ფორმებს. ვინც ფრაგული ენა არ იცით:

  • აირჩიეთ CV.
  • დააჭირეთ სიტყვა "Gratuit"

5. Resume ასევე გთავაზობთ სხვადასხვა ფორმებს.

6. Craft-CV

7. CV-library


იმედი მაქვს ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი საიტი მაინც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი CV-ის შედგენაში.

თუ იცით რაიმე სხვა საიტი, არ დაიზაროთ კომენტარებში გაზიარება.

წარმატებები! :)


To view or add a comment, sign in

Explore topics