მეორე სამედიცინო მოსაზრება

ალერგია და იმუნოლოგია

ალერგიული რეაქციები, რომლებიც აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 30%-ს, და მასთან დაკავშირებული დაავადებები რინიტი, ასთმა, ჭინჭრის ციება/ანგიონევროზული შეშუპება, წამლის და საკვებისმიერი ალერგია, არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ზრდასრულ პაციენტებში ალერგიასთან დაკავშირებული სიმპტომების, დაავადების პროცესებისა და იმუნური სისტემის დარღვევების მართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო განყოფილებაში.

რა არის ალერგოლოგია და იმუნოლოგია?

ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის დარგი მიზნად ისახავს ალერგიული რეაქციების დიაგნოსტირებას, პროცესის მართვასთან ერთად მკურნალობის დაგეგმვას, ასევე იმუნური სისტემის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობას.

ალერგია არის მექანიზმი, რომელსაც იწვევს იმუნური სისტემის გაძლიერებული რეაქცია, როგორც წესი, უვნებელ უცხო ნივთიერებაზე. ეს მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის სახელით, შეიძლება განვითარდეს სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით, ზომიერად შემაწუხებელი სიმპტომებიდან უფრო სერიოზულ და სიცოცხლისათვის საშიშ სისტემურ რეაქციებამდე. სიმპტომების ტიპი და სიმძიმე დამოკიდებულია როგორც ალერგენის ზემოქმედების სიხშირეზე, ასევე ალერგენის მიმართ ორგანიზის მგრძნობელობაზე. პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ მძიმე სისტემური რეაქციები, დაუყოვნებელი ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ალერგოლოგია-იმუნოლოგიის სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ალერგიისკენ მიდრეკილი პირების ცხოვრების ხარისხის გაუარესების, სერიოზული დაავადებებისა და სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების პრევენციასა და მართვაში. ვინაიდან ალერგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში, პათოლოგიური პროცესები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს, ალერგიული რეაქციების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვისაც ინდივიდუალური მიდგომები გამოიყენება.

რას აკეთებს ალერგიისა და იმუნოლოგიის განყოფილება?

ალერგოლოგები და იმუნოლგები ალერგიულ პაციენტებს უტარებენ აუცილებელ ტესტებსა და გამოკვლევებს გამომწვევი ნივთიერების გამოსავლენად, რათა თავიდან აიცილონ ალერგიული რეაქციების განვითარება. ალერგენის ტიპის მიხედვით შეიძლება დაზიანდეს ერთი ან მეტი ორგანოთა სისტემა. რეაქციები, რომლებიც ვითარდება ორგანიზმის იმუნური პასუხის შედეგად, უფრო ხშირად შეინიშნება კანსა და ლორწოვან გარსებში, რომელიც წარმოადგენს ბარიერს გარემო ფაქტორების მიმართ. მგრძნობელობის განვითარება ხშირად იწვევს ადგილობრივ ანთებას. ორგანიზმში ჰისტამინის გამოყოფის მატებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ლორწოს სეკრეცია ცხვირსა და ფილტვებში და ალერგიის სიმპტომები გამოვლინდეს სასუნთქ სისტემაში. პაციენტის ჩივილებით, ანამნეზის დეტალურად შესწავლით და გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით ხდება დიაგნოზის დასმა. ალერგენების იდენტიფიცირების შემდეგ იგეგმება მკურნალობის პროცესი.

გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც მკურნალობენ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის განყოფილებაში:

ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი, რომელიც აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 10%-დან 30%-მდე, ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების (არამიკრობული ანთება) შედეგად. მას თან ახლავს დაავადებები: ცხვირის პოლიპები, სინუსიტი, კონიუნქტივიტი, შუა ოტიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და ძილის დარღვევა. ალერგიულმა რინიტმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის განვითარება, შესაბამისად, მისი მკურნალობა არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. ალერგოლოგებისა და იმუნოლოგების მიერ განსაკუთრებით უნდა შეფასდეს იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელთა ჩივილების კონტროლი შეუძლებელია სტანდარტული მკურნალობით (ანტიჰისტამინური, ნაზალური სტეროიდი და ა.შ.). პაციენტების ამ ჯგუფში იმუნოთერაპიას (დესენსიბილიზაციის თერაპიას) შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, მედიკამენტების საჭიროების შემცირებასა და ასთმის პროგრესირების პრევენციაში.

ალერგიული კონიუნქტივიტი

ალერგიული კონიუნქტივიტი არის მდგომარეობა, რომელიც თვალის სიწითლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჰაერში არსებული ალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მსუბუქი სიმპტომები, ასევე რქოვანას ძლიერი ანთება. ამიტომ კონიუქტივიტი ეკუთვნის იმ დაავადებების რიცხვს, რომელიც საჭიროებს კონტროლს.

ასთმა

ასთმა არის ქრონიკული ანთებითი რესპირატორული დაავადება, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ის დაკავშირებულია სასუნთქი გზების მომატებულ რეაქციასთან ზოგიერთ ნივთიერებაზე და სასუნთქი გზების ობსტრუქციით ვლინდება. ალერგიული ასთმა ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება გავრცელებული ალერგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისკენ. შედეგად, უარესდება ჩვეული ცხოვრების ხარისხი. ალერგიული ასთმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მუდმივი კონტროლის გარეშე, ლეტალური შედეგიც კი შესაძლებელია დადგეს. ასთმის სწორი მკურნალობით და შემდგომ მუდმივი დაკვირვებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი, პაციენტს ეძლევა ნორმალური ცხოვრების საშუალება. ასთმით დაავადებულთა 5-10%-ში ასთმის ადექვატური კონტროლი ვერ ხერხდება სტანდარტული მკურნალობით (აეროზოლი, კორტიკოსტეროიდები და ა.შ.). ამ შემთხვევაში, ალერგოლოგებისა და იმუნოლოგების მიერ გამოყენებული ბიოლოგიური აგენტებით მკურნალობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს პაციენტის ცხოვრებაში.

ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)

ატოპიური ეგზემა არის კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი დაავადება და სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება. მისი სიხშირე მსოფლიოში თანდათან იზრდება. ატოპიური პაციენტებში, როგორც წესი, პირველი სიმპტომებია სიწითლე და ქავილი. დაავადება იწვევს კანის გამოშრობას და ქერცლებით დაფარვას, რაც თავის მხრივ ეპიდერმული ბარიერის (კანის ზედა ფენის) ფუნქციის დაკარგვის მიზეზია. ეს კანს დაუცველს ხდის გარემოს ალერგენების მიმართ და გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

პირებში, რომლებსაც ჩვილობიდანვე აქვთ ეგზემა, მომავალში ალერგიული რინიტის და/ან ასთმის განვითარების რისკი მაღალია. ატოპიური ეგზემის მქონე პაციენტებში სხვა ატოპიური დაავადებების პრევენციისათვის, ანთებითი რეაქციების სამართავად, კანის დაზიანებული ფენის აღსადგენად მიმართული მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

ურტიკარია

ურტიკარია, რომელსაც ახასიათებს წამოწეული და წითელი გამონაყარი კანზე, შეიძლება გამოვლინდეს მწვავე (მოკლევადიანი) ან ქრონიკული (გრძელვადიანი) ფორმით. ის, როგორც წესი, მწვავედ ვლინდება საკვების, წამლის და მწერისმიერი ალერგიის დროს. თუმცა, მწვავე ჭინჭრის ციების მნიშვნელოვანი ნაწილი ვლინდება იდიოპათურად (პირდაპირი მიზეზის გამოვლენის გარეშე) ხოლო ზოგიერთი მწვავე ჭინჭრის ციება გადადის ქრონიკულ ფორმაში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპება. ზომიერი და მძიმე შემთხვევები უნდა გაკონტროლდეს ალერგოლოგების და იმუნოლოგების მიერ. სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად (ანტიჰისტამინური და სტეროიდული), შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოლოგიური აგენტებით მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

კვებითი ალერგია

კვებითი ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 250 მილიონ ადამიანს აწუხებს. როდესაც პიროვნება იღებს ალერგენის შემცველ საკვებს, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიულლი რეაქციების ფართო სპექტრი. მათ შორისაა ატოპიური დერმატიტი, განმეორებითი ღებინება და/ან დიარეა, ჭინჭრის ციება, ასთმის შეტევები და ანაფილაქსია. მკურნალობის პროცესი მოიცავს ალერგენის იდენტიფიცირებას, რაციონიდან მის ამოღებას და საჭიროების შემთხვევაში ადრენალინის ინექციის გამოყენებას.განსაკუთრებულ შემთხვევაში ბავშვებში (ძროხის რძეზე ალერგია) შეიძლება გამოყენებულ იქნას დესენსიბილიზაციის მკურნალობა.

წამლისმიერი ალერგია

წამლით გამოწვეული უარყოფითი რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება არაპროგნოზირებადი ჰიპერმგრძნობელობის შედეგად და აღენიშნება ჰოსპიტალიზებული პაციენტების 20%-ს. გავრცელებულ მედიკამენტებს შორის, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, არის: პენიცილინი, ცეფალოსპორინი, სულფონამიდი, ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები(ტკივილგამაყუჩებლები). ამ ტიპის ალერგიები განსხვავდება სიმპტომების გამოვლინების, მათი სიმძიმისა და ორგანოების დაზიანების მიხედვით. ვინაიდან წამლისმიერი ალერგიით გამოწვეული ანაფილაქსიის შემთხვევების 20%-ზე მეტი მთავრდება ლეტალურად, ადრეული დიაგნოსტიკა, შესაბამისი მიდგომა და მკურნალობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ალერგენული პრეპარატის ალტერნატიული წამლები უნდა მოიძებნოს ალერგიული ტესტების მეშვეობით. თუ არ არსებობს ალტერნატივა ან ის ნაკლებად ეფექტურია, მიმართავენ დესენსიბილიზაციის მკურნალობას (პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის შემცირება)

მწერების (ფუტკრის) ალერგია

მთელს მსოფლიოში გავრცელებულმა მწერის ნაკბენის ალერგიამ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური ალერგიული რეაქციები. განვითარებული ალერგიული რეაქცია შეიძლება შემოიფარგლოს ლოკალური რეაქციით, სიწითლით, ჭინჭრის ციებით და ნაკბენი ადგილის შეშუპებით; ასევე შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე სიმპტომები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება და დაბალი წნევა. ვინაიდან ეს რეაქციები შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს, დიაგნოზს, მკურნალობას და გადაუდებელ ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირები, რომლებსაც განუვითარდათ მწერების (ფუტკრის) ალერგია, უნდა გამოიკვლიონ ალერგიაზე. იმუნოთერაპიული (დესენსიბილიზაციის) მკურნალობის გამოყენება იმ პირებზე, რომლებსაც განუვითარდათ სისტემური რეაქციები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიდგომაა.

ანაფილაქსია

ალერგიული ანაფილაქსია არის ორგანიზმის იმუნური რეაქცია, რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება მოზრდილებში მედიკამენტის, საკვების მიღების ან მწერის ნაკბენის შემდეგ. იგი შეიძლება იყოს სასიკვდილო და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის გზა გავლენას ახდენს რეაქციების სიმძიმეზე და მათი განვითარების სისწრაფეზე. მაგალითად; იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი ორგანიზმში შედის ინექციით, სიმპტომები შეიძლება წამებში ან წუთებში გამოვლინდეს. ალერგენის პერორალურად მიღების შემთხვევაში რეაქციის გამოვლენას შეიძლება ერთი-ორი წუთიდან ერთი-ორი საათი დასჭირდეს. მძიმე სისტემური რეაქციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსია, გონების დაკარგვა ან ანაფილაქსიური შოკი. არითმიები, რომლებიც ვითარდება სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსის გამო, შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.

რა ტესტები ტარდება ალერგიისა და იმუნოლოგიის განყოფილებაში?

ალერგიული რეაქციების პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდია ალერგენების თავიდან აცილება. შესაბამისად, აუცილებელია ალერგენების იდენტიფიცირება, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის იმუნური სისტემის გადაჭარბებულ რეაქციას. ამ მიზნით ჩატარებული გამოკვლევების უმეტესობა ტარდება გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან სხვადასხვა ხარისხის ანაფილაქსიის განვითარების რისკს შეიცავს. მხოლოდ კანის ტესტით გამოვლენილი მგრძნობელობა არ არის საკმარისი ალერგიის დიაგნოსტიკისთვის. ცრუ დადებითი შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოცდილი სპეციალისტის მიერ პაციენტის კლინიკური ანამნეზის შეფასება.
გამოკვლევები, რომლებიც ტარდება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის განყოფილებაში:

  • კანის ტესტები; Prick ტ ესტ ი, ინტრადერმალური (კანქვეშ) ტესტი, პატ ჩ ტესტი
  • სისხლში სპეციფიკური IgE-ს ძიება,
  • რესპირატორული ფუნქციური ტესტები,
  • შექცევადობის ტესტი,
  • ბრონქული პროვოკაციული ტესტები,
  • წამლის/კვების პროვოკაციული (შეყვანა) ტესტები.


ალერგიისა და იმუნოლოგიის განყოფილების პაციენტების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია:

  • ფარმაკოლოგიური მკურნალობა,
  • იმუნოთერაპია და დესენსიბილიზაცია (მგრ ძნო ბელ ო ბის შემცირ ება),
  • ბიოლოგიური აგენტებით თერაპია.


შექმნის თარიღი 11.10.2023 06:55
განახლების თარიღი 27.04.2024 11:24
მეორე სამედიცინო მოსაზრება
მდედრობითი
მამრობითი
✓ Valid

გავეცანი ინფორმაციას მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტიდან. ვაღიარებ, რომ ჩემი მონაცემები მუშავდება მითითებული პირობების ფარგლებში და რომ შეუძლიათ დამიკავშირდნენ Medicana Health Group-ისა და Medicana Group-ის კომპანიები ჯანდაცვის სერვისებისა და პირადი კომუნიკაციისთვის.

Medicana Hospital Business Inc. და Medicana Samsun Private Healthcare Services Inc.-ის მაკონტროლებელ და შვილობილ კომპანიებს ("Medicana Health Group") შეუძლიათ მიაწოდონ ინფორმაცია, კითხვარები, უზრუნველყონ საჯაროობა, გახსნან მოსაწვევები და აქტივობები და სხვა. თანახმა ვარ გამომიგზავნო კომერციული ელექტრონული შეტყობინებები (ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელფოსტა) შეხსენებების და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების ფარგლებში.

Whatsapp

გადმოგირეკავთ

x