• დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი
წიგნში გაერთიანებულია ლანა ღოღობერიძის ახალი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" სცენარი და ლანას დედის, ნუცა ღოღობერიძის, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის მოთხრობები, რომელიც მან 10 წლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა.

როგორც ზაირა არსენიშვილი წერდა თავის რეცენზიაში - "ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონიური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც, ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად."

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი

    კოდი: 794