როგორ დავეხმაროთ ბავშვს, თუ მას ძაღლების ეშინია

28-05-2022

რამდენად ნორმალურია ცხოველების მიმართ შიში? 

ცხოველების შიში ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და, როგორც წესი, თავს სამი წლის ასაკისთვის იჩენს ხოლმე. ამის მიზეზი შესძლოა იყოს კონკრეტული ინციდენტი ან ბიოლოგიური ინსტინქტი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვს სხვა ცხოველებთან შედარებით ყველაზე ხშირად ძაღლების ეშინიათ. ეს გასაგებიც და მეტად პრობლემურიც არის. 
შიშის დასაძლევად გადადგმული სხვადასხვა ტიპის ნაბიჯი შესაძლოა ეფექტური იყოს სხვა ცხოველებთან მიმართებაში, მაგრამ არა ძაღლებთან. ამ პროცესს დროს სჭირდება. მშობელი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს და დაელოდოს შედეგს, უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება.   

ძაღლი, ბავშვი, შიში, ცხოველი, დედა,

დაელაპარაკეთ ბავშვს მისი შიშის შესახებ. ჰკითხეთ, ათი ქულიდან რამდენ ქულას მიანიჭებდა საკუთარ შიშს. ამის მიხედვით შეგიძლიათ დაგეგმოთ სამომავლო აქტივობა ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა ჩაეკითხოთ, რატომ ეშინია ბავშვს, მოხდა რამე კონკრეტული, მაგალითად ძაღლი გაეკიდა თუ ეს შიში ზოგადია, რაიმე კონკრეტული ინციდენტის გარეშე. 

იმისათვის, რომ ბავშვი მიეჩვიოს ცხოველებს, დაიწყეთ ცხოველებზე ფილმების ერთად ყურება და თან კომენტარების გაკეთება, რა საყვარელია, როგორი ჭკვიანი და ა.შ. ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ფილმები, სადაც ძაღლი გმირია, ან გადაარჩინა ბავშვი ან როგორ ემეგობრება ძაღლი ბავშვს და ა.შ. 

ძაღლი, ბავშვი, შიში, ცხოველი, დედა,

მოუყევით ამბები იმის შესახებ, სად და როგორ ცხოვრობენ ცხოველები, რამდენად არიან დამოკიდებულები ადამიანებზე. 
ეცადეთ მასთან ერთად ისეირნოთ ისეთ ადგილებში, სადაც ძაღლები და სხვა ცხოველები სეირნობენ, მისი თანდასწრებით მოეფეროთ ცხოველს და დაარწმუნოთ, რომ  ეს საშიში არ არის და თუ არ გააღიზიანებს და არ დაუშავებს რამეს, საშიშები არ არიან, რომ მათაც ისევე სჭირდებათ სითბო და ყურადღება, როგორც ადამიანებს. ეს ყველაფერი ეცადეთ აკეთოთ რეგულარულად და ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად, საკუთარ მაგალითზე და გვერწმუნეთ, დროთა განმავლობაში თქვენი შვილი გადალახავს შიშს და შესაძლოა ძაღლის ყიდვაც კი გთხოვოთ.