2018-11-30

 

სიცივე და ყინვა არავის არ უყვარს. ყინვის დროს კიდურები ცივდება და გვიკანკალებს, ვგრძნობთ დისკომფორტს, თუმცა არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებზეც სიცივე უფრო ცუდად მოქმედებს.

ამ მდგომარეობას სიცივის ალერგიაზე მეტად, სახელწოდებად უფრო სიცივის უტიკარია შეეფერება.

ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი სიცივეს ისე აღიქვამს, როგორც ალერგენს და მათ უმეტესობას ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარი უვითარდება, თუმცა, რა თქმა უნდა, სიცივე ალერგენი არ არის, ამიტომ შეცდომა იქნება თუ ამ მოვლენას სიცივის ალერგიას ვუწოდებთ.

სიცივის ურტიკარიის სინდრომი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ხელნაწერებში გვხვდება, თუმცა სრულფასოვანი ახსნა ისევ არ არსებობს.

მას ექიმები ქრონიკულ ურტიკარიას მიაკუთვნებენ,  არსებობს რამოდენიმე ქვეტიპიც, თუმცა მთავარ ზეგავლენას მაინც სიცივე ახდენს.

არსებობს გენეტიკური და შეძენილი სახით.

ცივი ჰაერის, ცივი წყლის ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად,  ადამიანს უვითარდება ლაქები, რომლებიც გადაიზრდება ჭინჭრის ციების მსგავს გამონაყარში.

ლაქები ძირითადად ღია ზონებზე ჩნდება (ხელები, სახე).

ზოგ შემთხვევაში, რეაქციას ზედმეტად ცივი საკვები და სასმელიც იწვევს.

იწყება პირის ღრუს შეშუპება, ყელის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი და ფაღარათი.

არსებობს მძიმე შემთხვევებიც(როცა ადამიანი ცივ წყალში ვარდება). ამ შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკია(მწვავე ალერგიული რეაქცია) მოსალოდნელი.

მათ, ვისაც სიცივის ურტიკარიის შეძენილი ფორმა  აქვს, ლაქები სიცივის ზემოქმედებიდან 3-10წუთში უვლინდებათ და გათბობის შემდეგ 1 საათში გადადის.

თანდაყოლილი ურტიკარიის შემთხვევაში კი უფრო რთული მდგომარეობაა - გამონაყარი ჩნდება სიცივის ზემოქმედების მომენტიდან 1-2 საათში, პიჯს აღწევს 6-8 საათში და მინიმუმ 1 დღე-ღამეა საჭირო რომ გაქრეს.

დიდი მნიშვნელობა აქვს მოავადის ასაკს.

თანდაყოლიკი ურტიკარია საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც თავს 6 თვის ასაკიდან იჩენს. უფრო იშვიათ შემთხვევაში კი დაბადებიდან 1-2 თვეში იჩენს თავს: სიცივის ზემოქმედების შედეგად, ბავშვს უვითარდება  გამონაყარი, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, კონუქტივიტი და ა.შ.

შეძენილი სიცივის ურტიკარია ხშირად 25-30 წლის ქალებში გვხვდება, იშვიათად    მოზარდებში, უფრო იშვიათად კი 10 წელს მიუღწეველ ბავშვებში.

პატარებში ეს ავადმყოფობა თითქმის არ გვხვდება.

თუ მსგავს სიმპტომებს შენიშნავთ, შეიძლება ეს სხვა დაავადებაზე იყოს მანიშნებელი. (ვირუსები, ინფექცია, სისხლის დაავადებებიბდა ა.შ)

რეალური გამომწვევი მიზეზი ხშირად უცნობი რჩება.

მკურნალობა და დიაგნოსტიკა პატარა ბავშვს სიცივის ან ყინვის ზემოქმედებისას ლოყები  უწითლდება. როგორ გავარკვიოთ არის თუ არა ეს სიცივის ალერგია?

ამის დასადგენად უბრალო "ყინულის კუბის ტესტი" არსებობს.

ბავშვს ხელზე დაადეთ ყინულის კუბი. 4 წუთის შემდეგ აიღეთ ყინული და ათ წუთში დააკვირდით რეაქციას, გაჩნდება თუ არა ჭინჭრის ციების მსგავსი ლაქები.  თუ ლაქები 1 საათის შემდეგაც არ გაჩნდება,  თქვენს პატარას სიცივეზე სრულიად ნორმალური რეაქცია აქვს.

ყინულის ტესტი საკმაოდ უბრალო და პრიმიტიულია.

თუ თქვენს პატარას ყველაფრის მიუხედავად სიცივის ურტიკარია მაინც განუვითარდა, მიმართეთ ექიმს. არსებობს სხვადასხვა სახის მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზეზის აღმოჩენაში. ასევე ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს, რათა ვითარებაში უკეთ გაერკვეთ .

ცუდი ამბავი: სიცივის ურტიკარია არ იკურნება, ჯერ არ აღმოუჩენიათ გზა, რომლის მეშვეობითაც მისი მოშორება შეიძლება, თუმცა არის კარგი ამბავიც: დაავადებასთან ერთად ნორმალური ცხოვრება შესაძლებელია და შეიძლება ასაკთან ერთად საერთოდ გაქრეს.

იმის გამო, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი სიცივეა, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მას.

იბანავეთ თბილი წყლით, არ მიირთვათ ცივი საჭმელი და სასმელი, დაიფარეთ ქუდი. სხეულის ღია ზონები შეძლებისდაგვარად დაფარეთ ტანსაცმლით და თბილად ჩაიცვით. სახეზე სასურველია დამცავი კრემის გამოყენება, ხოლო ტუჩზე სასურველია დამცავი ბალზამი გამოიყენოთ.

ზოგიერთი ექიმი ბავშვის "გაკაჟებას" გვირჩევს. გაკაჟების დროს, ბავშვი დაბალ ტემპერატურაზე ბანაობას უნდა მიაჩვიოთ. ყოველ ბანაობაზე 1-2 გრადუსით უნდა დაუწიოთ წყლის ტემპერატურას, თუმცა ეს მეთოდი არც ისე ეფექტურია.

სიცივის ურტიკარიასთან ბრძოლის ახალი მეთოდი ანტიჰისტამინებით მკურნალობაა. გახსოვდეთ, რომ ანტიჰისტამინს მხოლოდ ექიმი ნიშნავს და არ შეიძლება ბავშვს თვითნებურად დაალევინოთ.

ძირითადად საჭიროა  ორი სახის ანტიჰისტამინი: ერთი "სასწრაფო დახმარებისთვის," მეორე რეგულარულად მისაღებად.

სწორი მიდგომა და ექიმის კონტროლი დაავადებასთან ბრძოლას გაგიიოლებთ.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

 

რჩევები