ლუგოლის ხსნარი გლიცერინით 25მლ

გამოყენების ინსტრუქცია

ლუგოლის ხსნარი გლიცერინით
LUGOL’S SOLUTION WITH GLYCERIN

წამლის ფორმა: ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: R02AA20.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები და სადეზინფექციო პრეპარატები, იოდის პრეპარატები.
შემადგენლობა: გ/100გ
აქტიური სუბსტანცია: იოდი – 1გ;
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლუგოლის ხსნარს, თავისუფალი იოდის შემცველობის გამო, აქვს ბაქტერიციდული აქტივობა. ელემენტარული იოდი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, მათ შორის სტაფილოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე, ნაწლავის ჩხირებზე, კლებსიელებზე.
თავისუფალი იოდის პრეპარატებისთვის დამახასიათებელია ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედება, ხოლო მაღალ კონცენტრაციებში – ზედაპირის მომწველი ეფექტი.
გლიცერინი ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, კანის ზედაპირზე და ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას.
ჩვენება: გამოიყენება ადგილობრივად.
• ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი);
• ანგულარული სტომატიტი;
გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება ადგილობრივად ხახისა და ხორხის ლორწოვან გარსებზე წასასმელად 4-6-ჯერ დღეში. პრეპარატის გამოყენებიდან 30 წთ-ის განმავლობაში არ უნდა მოხდეს საკვების ან სითხის მიღება.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა განვითარდეს იოდიზმის მოვლენა: სურდო, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ცხელება, სალივაცია, ცრემლდენა, კონტაქტური დერმატიტი, ერითემა, კანის სიმშრალე, ქავილი, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება (აღინიშნება ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის სუნის გამო), სიწითლე აპლიკაციის ადგილას.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ყელის სიმშრალე.
დოზის გადაჭარბება: ინტოქსიკაციის ნიშნები: იოდიზმის მოვლენები. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
განსაკუთრებული მითითებები: დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას თვალში. აღნიშნულ შემთხვევაში ხსნარი დაუყონებლივ ჩამოიბანეთ წყლით.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატი არ გამოიყენება წყალბადის ზეჟანგისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად.
გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში 5 წლის ზემოთ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 2-3-ჯერ დღეში 2-3 დღის მანძილზე.
გამოშვების ფორმა: 25გ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პეტის ფლაკონში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს °C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ;
ტელ/ფაქსი: +995 (32) 259-64-46; 259-57-90.