ცოტნე გამსახურდია: "დოგმები და შეგონებები მაგრად მკიდია!"
პოლიტიკა - 13:21, 21 May, 2013     3317


ცოტნე გამსახურდია წერს, რომ მამამისის (საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას) დოგმატური რიტორიკა ეროვნულ-რელიგიურ თემებზე არ მოსწონდა და არც ახლა მოსწონს, მაგრამ ამავე დროს, აცხადებს, რომ სწორად არ მიაჩნია საქართველოს მსგავს ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმის რეკლამა და გეი-პარადები. ცოტნე გამსახურდიამ სტატუსი 17 მაის, საღამოს დაწერა:

 

"მთელი დღეა ვუყურებ, ვაკვირდები მოვლენებს...ჩემი მეგობრები და სრულიად ფბ საზოგადოება ძირითადად ორ ნაწილადაა გაყოფილი: რადიკალ-კონსერვატორებად და ულტრა-ლიბერალებად. ყველა - არა,მაგრამ ეს ორი პოზიცია მაინც დომინანტურია...ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა კომენტარი საერთოდ.

 

არცერთ პოზიციას არ ვემხრობი, და საკმაოდ არაპოპულარული იქნება ჩემი აზრი. არ ვარ საჯარო პოლიტიკოსი და რომც ვიყო არ დავმალავდი მას, მაგრად მკიდია ვისაც არ მოეწონება! მაგრად მეკიდა მეინსტრიმი, როცა 2006-7 წლებში არ ვზიარებდი სვეცკების ნაცებით აღფრთოვანებას! როცა არ მომწონდა და არ მომწონს მამაჩემის დოგმატური რიტორიკა ეროვნულ-რელიგიურ თემებზე! როცა პირველი პატიმარი ვიყავი, ვინც ამხილა ახალაიას შექმნილი წამების სისტემა ( წმინდა მამები მაშინ ახალაიას და მის ოჯახს ლოცავდნენ!)...არ მომწონს და არ მიმაჩნია სწორად საქართველოს მსგავს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის რეკლამა და გეი-პარადები, მაგრამ არც მათთვის სიცოცხლის და გამოჩენის აკრძალვას ვიზიარებ! არ მომწონს არასამთავრობოები და მინისტრები,რომლებიც მხოლოდ ამ პოპულარულ და სარფიან თემაზე აკომენტებენ და არ ახსოვთ ათასობით დაჩაგრული ადამიანი, ვინც სამართლიანობის აღდგენას ელოდება; მაგრამ არც ის ავადმყოფი, ბნელი სუფრისტები მომწონს, ვისთვისაც არასამთავრობო და კუდიანი სინონიმებია...და კიდევ: როდესაც რამდენიმე ასეული გონებადაბნელებული ყ**,რომელსაც საკუთარი პოზიციის ახსნაც არ შეუძლია, მისდევს ერთ საცოდავ ლგბტ-ს ბნელი ინსტინქტებით შეპყრობილი ( მაგრამ ნაკურთხი ), ჩემს თანაგრძნობას დევნილი ადამიანი იმსახურებს! ვისაც არ მოსწონს,იხილოს ზემოთ. დოგმები და შეგონებები მაგრად მკიდია!", - წერს ცოტნე გამსახურდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42