მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში „აგრარული მეცნიერების დღე“ გაიმართა
პოლიტიკა - 17:23, 03 Oct, 2017     853
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სემინარები ჩაატარეს. სემინარის ფარგლებში განიხილეს ზოოანთროპონოზური ინვაზიური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მათი აღმძვრელებით ადამიანის დაავადების რისკ-ფაქტორები; თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნების მნიშვნელობა და გაუმჯობესების ღონისძიებები; სარძეო და სახორცე მეძროხეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში; ვირუსები უტევენ მოსავალს; აგროწარმოების კარგი პრაქტიკა - „GAP". მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია აგრარულ დარგში მიმდინარე პოექტებისა და ინოვაციების შესახებ და გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას.

„აგრარული მეცნიერების დღის“ ფარგლებში ასევე გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასტენდო გამოფენები, სადაც სხვადასხვა ექსპონატთან ერთად წარდგენილი იყო სიმინდის ახალი ჯიში „სახამებლიანი შავი” და შვრიის ახალი ჯიში „არგო“.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზებზე ასევე გაიმართა შემეცნებითი ტურები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კვლევითი ცენტრის ლაბორატორიები დათვალიერეს და სემინარები „ნიადაგი და კლიმატის ცვლილება“; „მყნობის ტექნოლოგიის გამოყენება ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში“, „თხილის ბაღის აგროტექნიკა“; „თუთა ჩვენი მეგობარი“ მოისმინეს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42