„არ გამოვრიცხავ, რომ კალაშოვის ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს“ - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1710477136

სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთის სასამართლოს მიერ შაქრო კალაშოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს.

 

როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც რა თქმა უნდა არ მივიღე, პირიქით რჩევა დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა, თუმცა არ შეშინებია, რადგან  შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო, ხოლო შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე.

 

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, კალაშოვი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავდა. მას წყნეთში უზარმაზარი სასახლე ჩამოართვეს. ჩვენი გადაცემული მასალების საფუძველზე ესპანეთმა დააკავა და მისი გადმოცემის პროცედურა დავიწყეთ. მან კი, ჩემი ინფორმაციით 70 მლნ დოლარი გადაუხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და რუსებმა საქმე "ჩააწყვეს", რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე შაქრო რუსეთს გადასცეს, სადაც ის მალევე გაუშვეს. 

 


 

 

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, მათ იქაც მოუწიათ მისი დაპატიმრება, 10 წლის მისჯა და მას 6 წელიწადზე ნაკლები გამოუვიდა.

 

2007 წელს კალაშოვის მასწავლებელი ქურდი უსოიანი, ერევანში ჩამოფრინდა და FBI-ს ინფორმაციით საქართველოში არეულობას იქიდან ხელს უწყობდა.

 

რუსები ახლაც თვლიან, რომ არჩევნებზე შეუძლიათ დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნათია ფანჯიკიძე
„ვისაც ცოტა ჭკუა მოგეკითხებათ, შეაჩერეთ ეს საშინელება“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: „ნინი ბადურაშვილი კარგ მაგალითს იძლევა, დაივიწყოს ყველამ, ვინ ვისი მომხრეა. პარტიული საკითხები არ აღელვებს გარეთ გამოსულ ხალხს, ქვეყანა ისევ რუსულ გავლენას იგ...

სოცმედია 1714627656

ირაკლი ოქრუაშვილი
„იმ ქალზე ვდარდობ ძალიან...“ - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოცქსელში წერს: იმ ქალზე ვდარდობ ძალიან, იქნებ ვინმემ გამაგებინოთ, გორის ავტობუსით ლოს-ანჟელესში რომ მიდიოდა, რა ქნა ნეტა, ჩავიდა?

სოცმედია 1714627507

გია ხუხაშვილი
„ამერიკაში დაბადებული, ან სტუდენტი შვილების მონახულებას მალე მხოლოდ მექსიკის გავლით შეძლებენ“ - გია ხუხაშვილი „ოცნების“ 83 დეპუტატზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოცქელში წერს: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმას ნიშნავს, რომ 83 ამერიკაში დაბადებული, ან სტუდენტი შვილების მონახულებას მალე მხოლოდ მექსიკის გავლით შეძლებენ…

სოცმედია 1714624906

მიშა რამიშვილი
„ვეწვიოთ ჩვენს მიერ "არჩეულ" 83 "რჩეულს" თავიანთ სათავადო ადგილ-მამულში.. სტუმართა დიდი ამალა, დიდი საჩუქარი იქნება მათთვის“ - მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოცქსელში წერს: ქართული ტრადიციისამებრ არ უნდა დავივიწყოთ სტუმარ-მასპინძლობა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, სტუმარი ღვთისაა, ვეწვიოთ ჩვენს მიერ "არჩეულ" 83 "რჩეულს" თავიანთ...

სოცმედია 1714622854

“გამაგრდი ჩემო მიშა… ერთ პატარა ლექსს ვეტყვი, ექსპრომტად მომაფიქრდა” -მერაბ სეფაშვილი მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის
„ყველა ბოლომდე დავდგეთ ერთად ამ ახალგაზრდა ხალხის მომავლისთვის მაინც“ - მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოცქსელში წერს: ყველა ბოლომდე დავდგეთ ერთად ამ ახალგაზრდა ხალხის მომავლისთვის მაინც გაიმარჯვე საქართველო

სოცმედია 1714621895

ამინდი
ამინდი იცვლება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლი...

საზოგადოება 1714621456