"გადავარჩინოთ ბახმარო!" - მოქალაქეების პეტიცია

ბახმარო

"გადავარჩინოთ ბახმარო!" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე "ორბი ჯგუფი" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

"ორბი ჯგუფმა" მრავალფუნქციურ კომპლექსში, აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო.

"ბახმარო საქართველოს ერთ-ერთ უნიკალური კურორტია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ჯერ კიდევ შემორჩენილი ავთენტური იერსახითა და ლანდშაფტით.

დღეს რეალური საფრთხის წინაშე დადგა კურორტის უნიკალურობა – დეველოპერული კომპანია ,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 14501 კვ.მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს. ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად", - წერია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმომწერები მიმართავენ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, რომ:

გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1-1/64; პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე;მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს მსოფლიოს საკურორტო დასახლებების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და მომზადდება ფართო სამოქალაქო და პროფესიული წრეების ჩართულობით. გავითვალისწინოთ ლანდშაფტის ათვისების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აღდგომა
ქრისტე აღსდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1714854705

პოლიტიკა
ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა - სააღდგომო ეპისტოლე

"წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებ...

რელიგია 1714854435

პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წე...

რელიგია 1714854042

ესწ
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სააღდგომო ლიტურგიას  ერთად ესწრებიან. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, სადაც ცოტა ხან...

პოლიტიკა 1714852290

გამყრელიძე
ე.წ. გამჭვირვალობის კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან - ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ქაღალდზე ხელმოწერას და სიჯიუტეს - ამირან გამყრელიძე

„ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე. დიდმა ქართველმა თქვა - „გრძელი სიტყვა მოკლ...

საზოგადოება 1714851748

მერტო
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით,...

საზოგადოება 1714851131