მაგიური ხეები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად: ივანიშვილის "აფრიკული" ასწლოვანი ხეები საქართველოშია - "შაბათის ეთერის" ექსკლუზივი (ვიდეო)

ივანიშვილი

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი მაგიური ხეები, რომელიც "ოცნების" დამფუძნებელმა აფრიკაში მოთხარა, საქართველოშია.

მაგიური ხეები, რომელიც მსოფლიოში უკვდავების, ძლევამოსილების და სიძლიერის სიმბოლოდ არის ქცეული, ივანიშვილმა საკუთარი ეზოსთვის ჩამოიტანა.

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ხეების გამო ფოთის პორტში, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ტერმინალთან მიახლოება, სადაც ივანიშვილის მაგიური ბაობაბები დაასაწყობეს, აკრძალულია.

ირკვევა, რომ ანტიგუა და ბარბუდას დროში ქვეშ მცურავი 120 მეტრიანი გემიდან, სამი ხე უკვე ჩამოიღეს და სარკინიგზო ლიანდაგის ბაქანზე განალაგეს. მეოთხე ხე უკვე მეექვსე დღეა ვერ ჩამოაქვთ, რადგან საბუთებს ვერ პოულობენ და ამის გამო საბაჟოზე არ იციან, რა უნდა ქნან, როგორ განაბაჟოს ქვეყნის ბატონის მიერ, დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული უკვდავების ხეები.

კენიაში ეს ხეები ბიძინა ივანიშვილისთვის ერთი წლის წინ ამოთხარეს, შემდეგ გააჩერეს, რადგან სკანდალი გასკდა, როგორ გადაიხადა აფრიკული სიმდიდრის გასატანად ოლიგარქმა დიდი ფული და როგორ  გაჰქონდა ქვეყნიდან ასწლოვანი ბაობაბები, რომლის გაყიდვაც არ შეიძლებოდა.

საბოლოოდ, ივანიშვილმა ამ ხეების ჩამოსატანად მილიონები დახარჯა, აფრიკაში ხალხის პროტესტის მიუხედავად, ამოთხრილი და ლამის გატაცებული მაგიური ხეები, კენიის პორტიდან, ინდოეთის ოკეანის გავლით, ჯერ ატლანტის ოკეანეში გადაზიდა, შემდეგ, ხმელთაშუა ზღვაში, შემდეგ ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში და ბოლოს ფოთში. 

ხეების ერთ ნაწილს დენდროლოგიურ პარკში წასაღებად, მეორე ნაწილს კი თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.

სიცოცხლის ლეგენდარული ხის მეცნიერული შესწავლა, 30 წლის წინ დაიწყეს და როგორც ჩანს, ამ კვლევის შედეგები ქართველი ოლიგარქისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ბაობაბის ნაყოფი შეიცავს ინულინს, რომელიც ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს,  ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პროდუქტს ორგანიზმიდან გამოაქვს შხამები, ტოქსინები და მძიმე მეტალის მარილები. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ხის ნაყოფში უნდა იმალებოდეს სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო.

მაგიური ხეებით ბიძინა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია შეპყრობილია. სასტუმრო პარაგრაფში 2 ბაობაბი უკვე დგას, თუმცა ეს ხეები ოლიგარქმა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოატანინა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი
„ოპოზიციის მიტინგიდან გვასწავლიდნენ ჭკუას, მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრების ვიზიტზე

 ოპოზიციის მიტინგიდან გვასწავლიდნენ ჭკუას, მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი 4 ევროპული საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. 4 საგარეო...

პოლიტიკა 1716028423

ზურაბიშვილი ღარიბაშვილი
"პრეზიდენტადწოდებულ ქალბატონს, რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის" - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილს იერიში საქართველოს პრეზიდენტზე მიაქვს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გულგრილობასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მას "პრეზიდენტადწოდებულ ქალბ...

პოლიტიკა 1716028074

სპეცრაზმელები ქალებს სცემენ
"მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა" - საია პროკურატურას მოუწოდებს, თსუ-სთან მომხდარზე გამოძიება დაიწყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებული ორგანიზებული ძალადობის ფაქტს ეხმაურება და საქართველოს პროკურატურას გამ...

პოლიტიკა 1716027889

ჯო უილსონი
კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინ...

პოლიტიკა 1716027823

აქცია არა რუსულს
"არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას" - თბილისში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

უწყვეტი პროტესტის ერთი თვე - დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების შეკრების მთავარი ადგილია. თუმცა, მანამდე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებიდან იქნება მსვლ...

პოლიტიკა 1716027680

ცოტნე ჯაფარიძე
შსს-ს რეპრესიები გრძელდება - გამოკითხვაზე ცოტნე ჯაფარიძეც დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპრესიები გრძელდება - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე პირებს გამოკითხვაზე ერთიმეორის მიყოლებით იბარებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტ...

პოლიტიკა 1716021598