სუპერ რეცეპტი - ხაჭოს პასკა კაკლის მურაბით!

ხაჭოს პასკა

დაგჭირდებათ: 1 კილო ხაჭო, 500 გრმი არაჟანი, 200 გრამი კარაქი, 5 კვერცხი, 200 გრამი შაქარი, სუნელები: ვანილი, დანის წვერით დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ილი. კაკლის მურაბა, ჩირები და ცუკატები და დაჭრილი. 100 გრამი ნუში

აუცილებლად შეიძინეთ ჯანსაღი ხაჭო, ხელით გაწურეთ და შემდეგ საცერში გაატარეთ. გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში. დაუმატეთ კვერცხები, არაჟანი, კარაქი და ძალიან კარგად მოურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე, ხის კოვზით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.

კარგად გააციეთ. უკვე გაციებულ ხაჭის მასას დაუმატეთ შაქარი. ნუში წინასწარ მოხალეთ, გააცალეთ კანი და ბასრი დანით წვრილად დაჭერით. დაუმატეთ გემოვნებით ვანილი, დაფქული მიხაკი, დარიჩინი და ილი.

ცალკე: მურაბიდან ამოიღეთ კაკლები, დაჭერით წვრილად და აურიეთ ხაჭოს.

ასევე გემოვნებით - წვრილად დაჭრილი ფერადი ცუკატები ან სხვადასხვა ჩირი.

რამდენიმე ფენად გადაკეცეთ მარლის ნაჭერი, გადაიტანეთ ხაჭოს პასკა მარლაზე და კარგად გამოკარით. ცოტა ხნით დატოვეთ ჯამზე, სადაც მასიდან სითხე დაიწრიტება. წყალი გადაწურეთ, ხაჭო მოათავსეთ სასურველ ყალიბში (ხშირად იყენებენ ყვავილის ახალ ქოთნებს). მთავარია ყალიბს ძირში ჰქონდეს ნახვრეტი, ხაჭოში დარჩენილი სითხე რომ გამოვიდეს.

დაადეთ ხაჭოს პასკას მძიმე საგანი, კარგად რომ დაიპრესოს. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. სასურველია, თუ დავჭრით მეორე დღეს.. ცუკატების გარდა პასკას აგემრიელებს წვრილად დაჭრილი ფორთოხლის და ლიმნის ჩირი, ან ცედარა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი
„ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!“ - პრეზიდენტი ოკუპანტებზე

"ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთა...

პოლიტიკა 1714986960

სოსო გუგუტიშვილი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი, დაიღუპა

რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გუგუტიშვილი ავდეევკის მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს გუშინ დაიღუპა. მისი ცხედრის გამოსვენებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1714986851

ნანუკა
„მეგობრებო, ვეძებთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: გიორგობას გილოცავთ  ბოროტზე, ყოველთვის იმარჯვებს კეთილი.და შევუდექით საქმეს.მეგობრებო, ვეძებთ1. აირწინაღებს, ცალობით სადაცაა არ გვინდა, შეგროვებას დიდი დრო...

სოცმედია 1714977628

ნათია ფანჯიკიძე
„არა რუსულ პასკას“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: რა მაგის პასუხია და მალე დაიღლებიან და მოფომფლოვდებიანო, ზოგზოგიერთები რომ წინასწარმეტყველებდნენ, სწორი აღმოჩნდა. ორ დღეში დავიღალე პასკების სინჯვით და კვერცხ...

სოცმედია 1714972035

გასვიანი
„ჩვენი მომავალი ნამდვილად ევროპაშია… გზა გასავლელია… ქვეყანა განსავითარებელი და გასამთლიანებელი!“ - გიორგი გასვიანი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან შეხვდა, პირველ გიმნაზიასთან, ილიასა და აკაკის...

სოცმედია 1714970925

სასაფლაო
შეიძლება თუ არა დღეს, გიორგობას საფლავზე გასვლა - საპატრიარქოს განმარტება

გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით, მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად და ს...

საზოგადოება 1714969510