|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "პატრიოტების" ბრალდებაზე უშიშროება კომენტარს აკეთებს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრების ბრალდებაზე, უშიშროების მხრიდან მასთზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, newpress.ge- სთან საუბარში უშიშროებაში კომენტარს აკეთებენ. 

შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის, ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, მათ საკრებულოს არცერთი "პატრიოტი" წევრისთვის  არ მიუციათ "მეგობრული რჩევები".  

"თავად, დეპუტატებმაც აღიარეს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა და "მეგობრული რჩევები" არ განხორციელებულა. პასუხი უკვე დეპუტატებმაც და  ირაკლი მელაშვილმაც გასცა. როგორც, ადამიანი, მივესალმები ქუთაისში სასიკეთო სიახლის  დაწყებას და ერთპიროვნული მმართველობის დამთავრებას," – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა newpress.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება, საკრებულოს  "პატრიოტი" წევრის, გოგიტა გოგელაშვილის ბრალდებას, რომ ის უშიშროებაში მიმდინარე წლის 2 დეკემბერს დაიბარეს "მეგობრული რჩევების" მისაცემად, მეფარიშვილი ამბობს: "თუკი გოგელაშვილზე მოხდა რაიმე სახის ზეწოლა, თავად უნდა მოითხოვოს საქმის გამოძიება. მაგრამ გეუბნებით, რომ ასეთი რამ არ მომხდრა," – განმარტავს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი, ზაზა მეფარიშვილი.  

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა