|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლომ ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორის ხატია ვედმედევას განცხადებით, თბილისის  საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. ვედმედევას თქმით, სასამართლომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო. „რადგან ბრძნება ჩემი გათავისუფლების შესახებ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი ჭიჭინაძეს ქონდა დაწერილი კულტურის სამინისტორომ მოპასუხე მესამე პირად გოგი ჭიჭინაძე და ოპერის თეატრი ჩართო. სასამართლომ დაამტკიცა რომ გოგი ჭიჭინაძის გადაწყვეტილება იყო არასწორი და მისი ბრძანება ბათილად ცნო", - აღნიშნა ხატია ვედმედევამ.

ხატია ვედმედევა აცხადებს, რომ ის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობას დაუბრუნდება.

ქუთაისის ოპერის თეატრში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამ დროისთის ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა