|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნახატები, რომლებიც გვაბრუნებენ ბავშვობაში


ნახატები, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებენ–  ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით 26 მაისს, თიბისი გალერეაში ნინო ჩაკვეტაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. უკანასკნელ წლებში შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გარდა წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა გამომცემლობებისთვის საბავშვო წიგნებისთვის შექმნილი ილუსტრაციები. დიდი ხანია მხატვრის ნახატები გლობალურ სივრცეში პოპულარობით სარგებლობს. ნინო ჩაკვეტაძემ შექმნა განსაკუთრებული სამყარო, რომლის ნამუშევრებიც ნებისმიერ მნახველს საკუთარი ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებებში აბრუნებს. 
მხატვრის შემოქმედების ამსახველი ასეთი შერეული გამოფენა პირველად გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა