|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოფისე მაგიდები, სკამები და სავარძლები–150 000 ლარიანი ტენდერი ავეჯისათვის

საოფისე მაგიდები, სკამები და სავარძლები, ასევე საბავშვო მაგიდები, ძელსკამები, საწოლები, კარადები და თაროები–ეს, იმ ინვენტარის ჩამონათვალია, რომელთა შესაძენადაც ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების  გაერთიანება 150 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. ავეჯის შეძენა გაერთიანების ფილილებისათვის ხდება.  

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საბავშვო ბაღებს გაზრდილი ნაკადის გამო,  ბავშვების მიღება უჭირს. რის გამოც  საკლასო ოთახში ნორმაზე მეტი ბავშვია, ასევე ვერ ხდება სამ წელს ზემოთ ასაკის ბავშვების დაძინება.

ქალაქში ბაღების მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ავაგარდსა და ავტომშენებლის ქუჩაზე იყო. სადაც მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინასდებით ახალი საბავშვო ბაღები ააშენა.

ავანგარდსა და ავტომშენებელზე  მდებარე ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. მერია 50 000 ლარიან ტენდერს საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მონტაჟის    სამუშაოებიასთვის აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში შეასრულოს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი