მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი მსახიობი ალექსეი ხილსკი დაიღუპა

ალექსეი ხილსკი

უკრაინელი მსახიობი ალექსეი ხილსკი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა, მსახიობმა ნადეჟდა ხილსკაიამ გაავრცელა. 

მისი თქმით, ალექსეი ზაპოროჟიეს მიმართულებით საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მსახიობი მანამდე ორჯერ დაიჭრა და გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

„თავად არ შემიძლია ბოლომდე იმის დაჯერება, რასაც ვწერ, „ლეშა“ დაიღუპა. დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. ის საუკეთესო იყო, ვისაც კი ვიცნობდი. ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი. ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებდა, დიდი ვნებით აკეთებდა და როგორი სიცოცხლის წყურვილი ჰქონდა! მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე“, - წერს დაღუპულის მეუღლე.

უკრაინული მედიის ცნობით, ალექსეი ხილსკი 46-ე ცალკეულ აერომობილურ ბრიგადაში მსახურობდა და დაზვერვის ოცეულის უფროსი სერჟანტი იყო. 

მას მონაწილეობა აქვს მიღებული ხერსონზე შეტევაში, შემდეგ კი ბახმუტსა და სოლედარში იცავდა თავისი ქვეყნის მიწებს. 

რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, ალექსეი ხილსკის 2013 წლის შემდეგ უკრაინაში არაერთ პოპულარულ ფილმსა და სერიალში უთამაშია, მათ შორის: На твоєму боці (შენს მხარეს), Кріпосна (ციხესიმაგრე) Опер за викликом (ოპერა გამოძახებით) და სხვები.